ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები თავიანთ საარჩევნო პროგრამებზე არ საუბრობენ
ევროკავშირის ახალდანიშნული ელჩი, კარლ ჰარცელი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები თავიანთ საარჩევნო პროგრამებზე არ კონცენტრირდებიან. ელჩმა წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, რუსთავი 2-ის კითხვის პასუხად შეაფასა. კარლ ჰარცელმა მედიასთან გაცნობითი შეხვედრა დღეს, 18 ოქტომბერს გამართა.
"[კანდიდატების მხრიდან] არ არის საუბარი საკონსტიტუციო ძალაუფლებაზე, რომელიც საკმაოდ შეკვეცილია. ამავე დროს პრეზიდენტს ექნება უზარმაზარი შესაძლებლობები, რათა იმოქმედოს ქვეყნის შიგნით, როგორც გამაერთიანებელი და საერთაშორისო სცენაზეც".
ევროკავშირის ელჩის თქმით, პრეზიდენტის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ბევრი კუთხით, თუმცა, რეალურად, რას ნიშნავს ეს ოფისი, ამაზე თითქმის არცერთი კანდიდატი არ საუბრობს:
"ეს არის უცნაური ჩემთვის, ანუ ისინი არ საუბრობენ, არ განიხილავენ მათ თავიანთ მომავალ სამსახურს, მომავალ უფლებამოსილებებს. მე რამდენიმე კანდიდატს შევხვდი, მქონდა დისკუსიები, სხვადასხვა შეხედულებები აქვთ მათ, მაგრამ მაინც და მაინც არ აჟღერებენ ამ შეხედულებებს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს".
კარლ ჰარცელი ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა, გაჟღერებული ბრალდებების საფუძვლიანი გამოძიება. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დიდ ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეების ნდობაზე:
"იმას კი არ დაიწყებენ, ვინ არის მართალი და ვინ — არა, ეს ნარევი, ზოგადად, პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას გამოუთხრის ძირს. ეს არის პრობლემა. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვუაროთ ამ საკითხს".
კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მან მისი წინამორბედი, იანუშ ჰერმანი ჩაანაცვლა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები