ფეისბუქი ქართულად გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები 10 მარტივი გზით
ფოტო: Facebook
"10 რჩევა ყალბი ამბების გამოსაცნობად", - ასე ჰქვია ფეისბუქის მიერ ქართულ ენაზე გავრცელებულ ონლაინ-ბროშურას, რომელიც მობილურ აპლიკაციაში შესაძლოა თქვენც დაგხვდათ.
"ყალბი ამბების შემჩნევა შესაძლებელია. ჩვენი მიზანია მათი გავრცელების შეზღუდვა, რისთვისაც გთავაზობთ ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევის რამდენიმე გზას", - წერია პოსტში, რომელიც რეკლამაშიცაა ჩაშვებული.
აღნიშნული ბროშურა ფეისბუქმა თავდაპირველად 2017 წლის 6 აპრილს ინგლისურ ენაზე გაავრცელა. ამას წინ უძღოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული კრიტიკა ფეისბუქის მისამართით იმის შესახებ, რომ სოციალურმა ქსელმა ყალბი ამბებისგან საკუთარი მომხმარებლების დაცვა ვერ შეძლო. ეს კი რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ დონალდ ტრამპის სასიკეთოდ გამოიყენა.
ბროშურა 14 ქვეყანაში ფეისბუქის მილიონობით მომხმარებელმა ნახა. კომპანია მაშინ აცხადებდა, რომ ბროშურა ფეისბუქის მთავარ გვერდზე პირველ ამბად რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჩნდებოდა. ის ასევე ხელმისაწვდომია ფეისბუქის დახმარების ცენტრში.
მაშ ასე, გაეცანით ფეისბუქის 10 რჩევას ყალბი ამბების გამოსაცნობად ახლა უკვე ქართულ ენაზე.
1. იყავით სკეპტიკურები სათაურების მიმართ
ყალბი ამბის სათაური ხშირად მთლიანად მთავრული ასოებით წერია და ბევრ ძახილის ნიშანს იყენებს. თუ შოკისმომგვრელი სათაური არადამაჯერებლად ჟღერს, სავარაუდოდ, ის არც უნდა დაიჯეროთ.
2. კარგად დააკვირდით ბმულს
ყალბი ამბების გამავრცელებელი ბევრი საიტი ახალი ამბების ნამდვილი წყაროების იმიტირებას ცდილობს. დააკვირდით ბმულს, თუ იგი ჰგავს ახალი ამბების რომელიმე სააგენტოს ბმულს, მაგრამ მცირედით განსხვავდება მისგან, ეს შესაძლოა ყალბი ამბის მანიშნებელი იყოს.
3. შეისწავლეთ წყარო
დარწმუნდით, რომ ამბავს ისეთი წყარო ავრცელებს, რომლის რეპუტაციასაც ენდობით; თუ ამბავს თქვენთვის უცნობი ორგანიზაცია ავრცელებს, შეამოწმეთ მათი "ჩვენ შესახებ" განყოფილება, რათა მეტი გაიგოთ ამ ორგანიზაციაზე.
4. ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო ფორმატირებას
ყალბი ამბების გამავრცელებელ ბევრ საიტზე ორთოგრაფიული შეცდომები ან უცნაური წყობა შეგხვდებათ. თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ, ტექსტი კიდევ უფრო მეტი ყურადღებით წაიკითხეთ.
5. ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს
ხშირად ყალბ ამბებს თან ასევე ყალბი გამოსახულება ახლავს. ზოგჯერ ფოტო ან ვიდეო შეიძლება თავისთავად ნამდვილი იყოს, მაგრამ არანაირ კავშირში არ იყოს ამბავთან. მოძებნეთ გამოსახულება საძიებო სისტემის დახმარებით, რომ გაიგოთ, საიდან არის ის აღებული.
6. დააკვირდით თარიღებს
ყალბი ამბავი შეიძლება შეიცავდეს ურთიერთგამომრიცხავ თარიღებს, ან მოვლენებს დროში უკუღმა განალაგებდეს.
7. შეამოწმეთ დამადასტურებელი ინფორმაცია
შეამოწმეთ მოყვანილი წყაროები მათ სანდოობაში დასარწმუნებლად. წყაროების არარსებობა ან დაუსახელებელ ექსპერტიზებზე დაყრდნობა ყალბი ამბის ნიშანი შეიძლება იყოს.
8. გადახედეთ სხვა ცნობებს
თუ ამბავს არც ერთი სხვა წყარო არ გადმოსცემს, ეს შეიძლება მის სიყალბეზე მიუთითებდეს. თუ სიახლეს თქვენთვის სანდო რამდენიმე წყარო გადმოსცემს, უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ნამდვილია.
9. ხუმრობა ხომ არ არის?
ზოგჯერ ყალბი ამბისა და სატირის ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. შეამოწმეთ, არის თუ არა წყარო ცნობილი პაროდიებით. ხუმრობაზე სტატიის ტონი და სხვა დეტალებიც შეიძლება მიუთითებდეს.
10. ზოგი ამბავი განზრახ ყალბია
კრიტიკულად შეაფასეთ წაკითხული ამბები და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუზიარეთ სხვებს, თუ მათ უტყუარობაში დარწმუნებული ხართ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა


კომენტარები