TI და CIDA : ცესკო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პარტიების რეგისტრაციის საკითხს
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ პარტიის რეგისტრაციისას პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ცესკოს თავმჯდომარეს რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდოს პარტიების საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაციის საკითხს, სრულად გამოიკვლიოს და შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან:
"მსგავსი ხასიათის უზუსტობის თავიდან ასაცილებლად, მოვუწოდებთ ცესკოს გადახედოს მის მიერ განხორციელებულ რეგისტრაციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რათა შესაძლო დარღვევის არსებობამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს არჩევნების შედეგებზე".
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, მასზე სრულად ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. შესაბამისად ცესკო გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია:
- დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება;
- შეამოწმოს წარმომადგენლობა;
- შესაბამისი დოკუმენტების სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში, შეაჩეროს წარმოება და განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა დოკუმენტის დამატებით წარმოდგენისათვის;
- თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
- ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პ/გ ცენტრისტების რეგისტრაცია 2016 წლის 15 ივლისს განხორციელდა, შესაბამისად ამ დროისათვის მოქმედებდა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ საქართველოს კანონში 20 ივნისს დამატებული პუნქტი, რომლის მიხედვით პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარტიის რეგისტრაციისათვის დადგენილია შემდეგი პროცედურა:
- საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგისტრაციაში გატარებისა და რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აქვს;
- საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს;
- ცესკოს თავმჯდომარე ვალდებულია, შეამოწმოს პარტიის წარმომადგენლის (თავმჯდომარის/დირექტორის) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდეგ იმსჯელოს რამდენად აკმაყოფილებს პარტიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
- დოკუმენტაციის შემოწმებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის;
- განმცხადებლის მიერ დოკუმენტების სრულად და შესაბამის ვადებში წარმოდგენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შესახებ.
2016 წლის 15 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები კანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მათ არ ჰყავდათ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად მათი რეგისტრაცია საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.
მოგვიანებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები რეგისტრაციიდან მოხსნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციის დროს არსებულ ხარვეზს სათანადო ინფორმაციის არქონას უკავშირებს.
იგი მოცემული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრისტებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ცესკოს დროულად უნდა მიწოდებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები