ნასას 48-საათიანი ჰაკათონი აბასთუმნის ობსერვატორიაში – გაეცანით გამარჯვებულ იდეებს
ფოტო: Tbel Abuseridze / Flickr
პირველად საქართველოში 19-21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი - NASA International Space App Challenge გაიმართა.
ჰაკათონის ფარგლებში დამწყებ ან უკვე გამოცდილ პროგრამისტებს, დიზაინერებს, ინჟინრებს, ასტრონომებს, მეცნიერების ენთუზიასტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, რომ ამ დროისთვის დედამიწაზე და კოსმოსში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ახალი და ინოვაციური გზები მოეძებნათ.
ნასას 48-საათიანი ჰაკათონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმართება. ჰაკათონი პირველად 2012 წელს მოეწყო, რის შემდეგაც მას ყოველწლიური ხასიათი მიეცა. 2018 წელს აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველო პირველად ჩაერთო.
საქართველოში ჰაკათონი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
ჰაკათონში მონაწილეობა დაახლოებით 50-მდე სტუდენტმა მიიღო. 2018 წელს ჰაკათონს რამდენიმე მიმართულება ჰქონდა და სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლოთ, რომ NASA-ს მიერ წინასწარ მომზადებულ საკითხებზე ემუშავათ, რომელშიც შედიოდა ისეთი თემები, როგორიც არის დედამიწაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, NASA-ს ხელში არსებული ინფორმაციის ახალი მიზნებისთვის გამოყენება და ა.შ.
გიორგი ქაჩლიშვილი და ალექსი ღუდუშაური ღონისძიების მონაწილეები არიან, რომლებმაც ჰაკათონზე მათ მიერ შექმნილი პროექტი, ენერგიის შემნახველი ავზი წარადგინეს.
"დღეს კაცობრიობა ფართოდ იყენებს ლითიუმის ელემენტებს, რომლებიც ქიმიური რეაქციისგან მიღებული ენერგიის შემნახველი სისტემაა, ჩვენ კი წარმოვადგინეთ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენერგიის შენახვას მექანიკურად ვახდენთ. ჩვენი მოწყობილობა შედგება ვაკუუმში ლევიტირებული მაგნიტებისგან, რომელიც წრიულად მოძრაობს. ენერგია კი სწორედ ამ მოძრაობაში ინახება. აღნიშნულ სისტემაში მაგნიტები გარემოსგან მაქსიმალურად იზოლირებულია, რის გამოც მასში ენერგიის შენახვა ძალიან დიდი დროის განმავლობაში შეიძლება. ჩვენ სისტემა სხვა მსგავსი მექანიზმებისგან იმით არის გამორჩეული, რომ მას გაცილებით დიდი რაოდენობის ენერგიის შენახვა შეუძლია. ჩვენს სისტემაში საუბარია არა მხოლოდ კილოვატებზე ან მეგავატებზე, არამედ გიგავატებზეც". - აცხადებს გიორგი ქაჩლიშვილი.
ხათუნა გოგუაძის გუნდი ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, მათი პროექტი საზოგადოებაში მეცნიერებისა და კოსმოსის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა. მათ შექმნეს პლატფორმა, რომელიც კოსმოსიდან მიღებულ სხვადასხვა სიხშირის სიგნალებს ხმოვან სიგნალებად გარდაქმნის. ეს არის კოსმოსური რადიო, რომლის მოსმენაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. როდესაც საცობში მოხვდებით, თქვენ შეძლებთ ჩართოთ რადიო და სატურნს ან ანდრომედას გალაქტიკას მოუსმინოთ.
"კოსმოსიდან დედამიწა რადიოტალღებით მუდმივ რეჟიმში "იბომბება", თუმცა ეს სიგნალები ადამიანის ყურისთვის აღქმადი არ არის, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ამ სიგნალებს ხმოვან დიაპაზონში გარდაქმნის. თეორიულად შეიძლება, რომ ასეთი რადიოს მოსმენით ჩვენ უცხო ცივილიზაციების სიგნალის დაფიქსირებაც კი შევძლოთ, რადგან რადიოსიგნალებში დაშიფრული რაიმე მესიჯი ხმოვან ტალღებში გარკვეულ კანონზომიერებას მოგვცემს, რომლის შემჩნევას ყურითაც შევძლებთ", - აცხადებს გუნდის წევრი.
ჰაკათონის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის პროფესორებისა და სხვა მოწვეული სტუმრების მიერ ჩატარდა რამდენიმე ლექციაც. ჰაკათონის მონაწილეებმა ობსერვატორიის ტელესკოპები პირადად დაათვალიერეს.
48 საათის შემდგომ ჟიურიმ მონაწილეების პრეზენტაციებს მოუსმინა და ორი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანი ენერგიის შემნახველი ავზის პროექტი გახდა, ხოლო მეორე კი ტყის ხანძრების აღმომჩენი აპლიკაცია, რომელზეც ტატო კუტალიამ და ოთარ მამესწარაშვილმა იმუშავეს.
"ჩვენი პროექტი ტყის ხანძრების ადრეულ აღმოჩენას ეხება, ამ აპლიკაციით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ხანძრის პირველად კერას სურათი გადაუღოს, რის შედეგაც აპლიკაცია ტყის ხანძრის შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებში გზავნის, ეს საშუალებას იძლევა, რომ სამაშველო და სახანძრო სამსახურებმა აღნიშნულ კერაზე რეაგირება სწრაფად მოახდინონ. დაგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომავალში აპლიკაცია შეძლებს, რომ ხანძარსაშიში ზონების ადგილმდებარეობა ივარაუდოს", - ამბობს პროექტის ავტორი.
გამარჯვებული პროექტები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ნასაში გაიგზავნება, რომლებიც მათ შორის სხვადასხვა კრიტერიუმით რამდენიმე საუკეთესოს აარჩევენ. შერჩეული პროექტის ავტორებს საშუალება მიეცემათ, რომ ნასას ესტუმრონ და რომელიმე რაკეტის გაშვებას დაესწრონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები