სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის აღდგენა, დეოლიგარქიზაცია და სხვა — რას თვლიან კანდიდატები პრეზიდენტის ამოცანად
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო გარემო იძაბება. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები აქტიურად ხდებიან ამომრჩეველს და საკუთარ პროგრამებს აცნობენ, ხშირად პასუხგაუცემელი რჩება ყველაზე მარტივი კითხვები. მათ შორისაა ის თუ რატომ სურთ მათ პრეზიდენტობა და რა მიაჩნიათ პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად.
ამ კითხვის პასუხებს Prezidenti.ge აქვეყნებს, სადაც 5 საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამა და ხედვებია გამოქვეყნებული.
რა გესახებათ თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდ ამოცანად?
შალვა ნათელაშვილი
კითხვაზე ყველაზე მოკლე პასუხი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს, შალვა ნათელაშვილს აქვს. ნათელაშვილს პრეზიდენტის ამოცანად ქვეყნის პოლიტიკური დეოლიგარქიზაცია მიაჩნია.
დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი ამ კითხვას მოსახლეობის პრობლემებზე საუბრით პასუხობს. ბაქრაძეს მიაჩნია, რომ სახელისუფლებო გუნდმა ქვეყანაში ეკონომიკური ფონი გააუარესა და პრეზიდენტის ამოცანაა მისი გამოსწორება.
"მოქალაქეთა უიმედობის დაძლევა და ხვალინდელ დღის პერსპექტივის რწმენის გაღვივება", — ბაქრაძის თქმით, სწორედ ეს არის პრეზიდენტის პირველი ამოცანა.
ბაქრაძე ამბობს, რომ მომავალი პრეზიდენტი არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი უნდა იყოს.
გრიგოლ ვაშაძე
ვაშაძე ამ კითხვის პასუხად არა პრეზიდენტის ამოცანაზე, არამედ მისი გუნდის მიზნებზე საუბრობს. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანია შექმნან ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული თავისუფალი მოქალაქეების სახელმწიფო, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი და სადაც მოქალაქის უფლებების დაცვა, განათლება პრიორიტეტულია.
ვაშაძეს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ისეთი ქვეყანა, სადაც, უსაფრთხო გარემოში, ამომრჩეველი ჩართული იქნება ქვეყნის მმართველობაში და მცირე მთავრობა მოქალაქეს მოემსახურება.
ზურაბ ჯაფარიძე
პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს აქვს უმაღლესი ტრიბუნა საზოგადოებრივ აზრზე სამოქმედოდ და ის აქტიურად უნდა გამოიყენოს. ჯაფარიძის აზრით ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი ამოცანებია:
- ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე დროის დახარჯვა;
- თავისუფლების შემზღუდავ კანონებზე ვეტოს დადება;
- პრეზიდენტის ტრიბუნის გამოყენება მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების წინ წამოსაწევად, მასზე მსჯელობის გასამართად და გადასაწყვეტად.
დავით უსუფაშვილი
შენების მოძრაობის კანდიდატს, დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი საჭიროა, რადგან საქართველოს სჭირდება ნაბიჯები სახელმწიფოს შესაკვრელად, საზოგადოების მოსაწესრიგებლად, ქვეყნის დასალაგებლად.
უსუფაშვილის აზრით, სახელმწიფოს მეთაურს ბევრი ამოცანა აქვს. მათ შორის:
- სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა;
- საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება;
- ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენა და განმტკიცება;
- წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინება;
- საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიული მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
- ინდივიდუალური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი წარმატების მომტანი „მუდმივად მეტი შესაძლებლობების" დოქტრინის რეალიზება, ანუ ქვეყნის, ოჯახის და პიროვნების ნაბიჯ-ნაბიჯ, რაციონალური, დაგეგმილი განვითარება.
Prezidenti.ge-ს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ხედვები.
ვინაიდან ბოლო არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით იზღუდება, კანდიდატების მიერ მიჩნეული ამოცანების ნაწილი პრეზიდენტის ვალდებულებებში აღარ შედის, ნაწილი კი არც აქამდე შედიოდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები