აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ფესტივალი მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო გაიმართება
27 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გამართავს უნიკალურ ფესტივალს, მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო. ფესტივალი შეეხება მუზეუმებისა და სამეზობლოების კავშირს, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ისტორიასა და შრეებს, რომელიც აბრეშუმის მუზეუმს გააჩნია მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მრავალი შენობა, აბრეშუმის ჭიების გამოკვების მიზნით დარგული თუთის ხეები სამეზობლოშია მიმოფანტული, ამ ნაგებობებიდან მუზეუმისთვის აშენებული შენობა ერთადერთია, რომელიც თავდაპირველ ფუნქციას ინარჩუნებს და ინახავს შემოგარენის მეხსიერებას.
მიუხედავად ამისა, დღეს მუზეუმის ცხოვრებაში სამეზობლოს ჩართულობა და კავშირი საკმაოდ მცირეა. ფესტივალის ხაზი მიუყვება ნამუშევრებს და ღონისძიებებს მუზეუმის შენობაში, მის გარე სივრცეებსა და შემოგარენში, ან კერძო სივრცეებში და იწვევს მეზობლებს, რომ ჩაერთონ ამ ღონისძიებებში და დაუკავშირდნენ მუზეუმს.
მსგავსი მიდგომით, ფესტივალი ასევე განიხილავს საჯარო სივრცისა და მისი პრივატიზაციის საკითხებს თბილისში, რაც უკანასკნელ ათწლეულებში საკმაოდ პრობლემურად იქცა - საჯარო სივრცეები ნელ-ნელა ქრება, შესაბამისად, შევეცდებით განვიხილოთ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნების და კულტურის სფეროს დაწესებულებებს ამ საკითხის კრიტიკულ გადააზრებაში.
ფესტივალი არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებსაც აბრეშუმის მუზეუმი, როგორც კულტურის სფეროს დაწესებულება, უსვამს საკუთარ თავს - რა ცოდნას ინახავს მუზეუმი თავისი შემოგარენის შესახებ, რა სახის ახალი ისტორიების შეგროვება და შენახვა შეუძლია მას სამეზობლოსთან დაკავშირებით? რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამეზობლოში?
ფესტივალის ფარგლებში გამოცხადდა ღია მიღება მონაწილეობაზე, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ხელოვანებისთვის. ის აერთიანებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ათ სხვადასხვა სახის ნამუშევარს, რომლებიც პასუხობს აბრეშუმის მუზეუმისა და მისი სამეზობლოს საკითხს. ასევე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოძრაობის თეატრის პერფორმანსი, გასვლითი ტურები, საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლე გიდი და სუვენირების დამზადების ვორქშოფები.
ფესტივალის კურატორები არიან ნინო (ჩუკა) კუპრავა, ნინი ფალავანდიშვილი, მარიამ შერგელაშვილი და დათა ჭიღოლაშვილი.
ნამუშევრების ავტორები არიან თამარ ბოჭორიშვილი და ნაილი ვახანია, ელენე გაბრიჩიძე და ონო დირკერი, გიორგი დანიბეგაშვილი, დანა ისკაკოვა, არინა კაზაკი, ლეილა მუსაიევა, დიანა უხინა, ანნა ფარქოსაძე, კატარინა შტადლერი, მიტია ჩურიკოვი.
საგანმანათლებლო პროგრამის „მოსწავლე გიდი“ კოორდინატორები არიან მარიამ გოჩელაშვილი და თინათინ ყიფიანი.
ფესტივალი პროექტ Art Prospect-ის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ორგანიზაცია CEC ArtsLink.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები