იურისტი: უსაფუძვლოა ბრალდება, რომ სარალიძე პოლიციელს მოვალეობის შესრულებისას დაესხა თავს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
იურისტი გიორგი ჩიტიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალაძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, შსს-ს განცხადება, რომ სარალიძე პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს, უსაფუძვლოა.
ჩიტიძე ამბობს, რომ სარალიძისთვის კარვის გაშლის უფლების შეზღუდვა უკანონოა და ეს პოლიციელის საქმიანობას არ წარმოადგენს. იურისტი აცხადებს, რომ ამის გათვალისწინებით თავდასხმა საქმიანობის ხელშემშლელი ვერ იქნებოდა.
"ნორმალური სასამართლოს პირობებში, დეტალურად და გამოწვლილვით განიხილავდა მოსამართლე ამ ყველაფერს და ამ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას ვერ დაინახავდა", — წერს იურისტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ზაზა სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს.
სარალიძის დაკავების შემდეგ 26 ოქტომბერს, 7 საათზე პარლამენტის წინ აქციაც დაიგეგმა.
"ნუ დავტოვებთ სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! ნუ იქნება სულ ერთი", — წერია ფეისბუქზე აქციის ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორიც გიგა მაქარაშვილია.
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის, რის შედეგადაც ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი, იმავე დღეს გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი, დავით სარალიძე — 2 დეკემბერს. ლევან დადუნაშვილს მიაყენეს ორი ჭრილობა, დავით სარალიძეს კი — 12.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან საქართველოს პროკურატურასთან მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია გამართა და შემდეგ ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო. ზაზა სარალიძის მოთხოვნა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა და მკვლელების დასჯა იყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. ცრუ ჩვენების ბრალდებით კი არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
ზაზა სარალიძემ ივლისში დაწყებყლი აქციები 10 სექტემბერს განაახლა. ის 46 დღეა საქართველოს პარლამენტთან საროტესტო აქციას მართავს და შვილის მკვლელი დაკავებას ითხოვს.
საგამოძიებო კომისია
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ, ორი — ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს დასკვნა მომზადდა.
ევროპული საქართველოს 78-გვერდიან დასკვნაში 32 რეკომენდაციაზეა საუბარი, რომელიც ხუთ სხვადასხვა მიმართულებას ეხება.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.
ასევე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე.
მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
ქართული ოცნების მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებას ხელი არ შეშლია.
ქართული ოცნება თავის 20-გვერდიან დასკვნაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყენებს ტერმინებს "არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა", თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტავს, რომ ამას საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. აქვე, პარტია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები