კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (19-26 ოქტომბერი)
ფოტო: Shutterstock
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. კვლევა: ყვავებს, იარაღების გამოყენების გარდა, მათი დამზადებაც შეუძლიათ
ფოტო: University Of Oxford
მაქს პლანკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში, ყვავებმა საკვების მოსაპოვებლად იარაღების დამზადება შეძლეს. ფრინველებმა გამოუსადეგარი ნივთების შეერთებით ერთი ფუნქციური ნივთი მიიღეს. ამ დრომდე მსგავსი ქცევა მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებში იყო შემჩნეული.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vdc
2. ერთსაათიანმა პროცედურამ შესაძლოა დიაბეტის მქონე პაციენტებს ინსულინის ინექციებზე დამოკიდებულება მოუხსნას
ფოტო: Ian Hooton/Getty Images/Science
მეცნიერებმა ახალი მეთოდით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში შაქრის დონის ხანგრძლივი დროით დარეგულირება შეძლეს. პროცედურისას პირის საშუალებით ნაწლავებამდე წვრილი მილის მიყვანა ხდება, რომელიც ნაწლავის შიდა მემბრანას აზიანებს, ამის შედეგად ნაწლავებში ახალი მემბრანების წარმოქმნა ხდება, რაც ორგანიზმის მერ გლუკოზის ათვისებას არეგულირებს.
წყარო: The Guardian
3. კვლევა: მიკროპლასტმასების პოვნა უკვე ჩვენს სხეულშიც შეიძლება
ფოტო: Getty
მეცნიერებმა ადამიანის განავლის ნიმუშები შეამოწმეს და მასში დიდი რაოდენობით პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს, თუმცა აღნიშნული შედეგის დასადასტურებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/vay
4. მუცლადმყოფ ბავშვებს დიდ ბრიტანეთში ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
ფოტო: AWelshLad/iStock
მუცლად მყოფ ბავშვებს სპინა ბიფიდა-ს ოპერაცია ჩაუტარდათ, რომელში მონაწილეობაც 30-მა ექიმმა მიიღო. სპინა ბიფიდა ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიაა, ამ დროს ზურგის ტვინი სწორად განვითარებას ვერ ახერხებს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
წყარო: ScienceAlert
5. აცრების რაოდენობის შემცირების გამო ევროპაში წელს 37 ადამიანი დაიღუპა
ფოტო: Wellcome Collection
2018 წლის პირველ ექვს თვეში, ევროპაში წითელას 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც 37 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი აცრების სიხშირის შემცირებაა. ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად, მოსახლეობის მინიმუმ 95 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, ამჟამად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70 პროცენტია.
წყარო: ScienceAlert
6. კვლევა: ბნელი მატერია, შესაძლოა, უცნაურ, ცივ ვარსკვლავებს წარმოქმნიდეს
ფოტო: pixelparticle/iStock
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პატარა გალაქტიკების გარშემო მიმოფანტულ გაზსა და მტვერში, ბნელი მატერია შესაძლოა, უცნაურ, ცივ ვარსკვლავებს ქმნიდეს. აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები სინათლის კვანტური გაზის სიმულაციის შექმნით მივიდნენ, რომელიც გრავიტაციულად ბნელი მატერიის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს.
წყარო: ScienceAlert
7. მერკურის შემსწავლელი ხომალდი Bepicolombo წარმატებით გაეშვა
ფოტო: CSG – JM Guillon
პროექტი Bepicolombo პირველი ევროპული მისიაა, რომელიც მერკურის შეისწავლის. მერკური მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ნაკლებად შესწავლილი პლანეტაა. ხომალდს მერკურიმდე მისასვლელად შვიდი წელიწადი დასჭირდება.
წყარო: European Space Agency
8. შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს
ფოტო: Black Sea map
არქეოლოგებმა ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს 2400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემონახული. 23-მეტრიანი ხომალდი, რომელსაც წყლის ზედაპირამდე 1.6 კმ აშორებს, სავარაუდოდ, ძველ ბერძნებს ეკუთვნოდათ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/v7i
9. კოსმოსში ყოფნა თქვენი ტვინის სტრუქტურას ცვლის
ფოტო: Shutterstock
მეცნიერებმა ათი ასტრონავტის ტვინი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ კოსმოსში ყოფნის შემდეგ მათ ტვინში რუხი ნივთიერების რაოდენობა შემცირდა.
წყარო: Iflscience
10. აშშ-ში შობადობა იკლებს, მიზეზი დაუდგენელია
ფოტო: Shutterstock
ანგარიში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა. შობადობის კლების სავარაუდო მიზეზი შეიძლება სპერმის ხარისხის გაუარესება ან დეკრეტული შვებულებების არახელსაყრელი პირობები იყოს.
წყარო: Iflscience
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები