გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და სამსახურებრივი სიყალბე.
პროკურატურა განმარტებით, 2006 წლის 27 იანვარს თბილისში, კაფე-ბარ შარდენბარში, სანდრო გირგვლიანს ვანო მერაბიშვილის ცოლისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, დავით ახალაიას სუფრის წევრთან, თათია მაისურაძესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შელაპარაკების გამო ახალაიამ თავისი უწყების თანამშრომლებს დაავალა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი მანქანაში ძალით ჩაესვათ და ოქროყანის სასაფლაოზე წაეყვანათ. როგორც პროკურატურა განმარტავს, გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი კი ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
გარდა ამისა, უწყება განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილმა, ბაჩო ახალაიამ და დათო ახალაიამ დაგეგმეს და დაქვემდებარებული პირების გამოყენებით დაფარეს გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული.
პროკურატურა განმარტავს, რომ დათა ახალაიამ გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე პირები შეკრიბა და მათგან მოითხოვა, რომ თავის თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დამკვეთი და მონაწილეობაში მონაწილე სხვა პირები. ამის შედეგად კი 2006 წლის 6 მარტს სანდრო გირგვლიანის მიმართ დანაშაულში მონაწილე პირებად დასახელდნენ კუდ-ის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის სამიუფროსი ოპერატიული თანამშრომლები.
პროკურატურის განცხადებით, ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გერონტი ალანიას თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ექვსი თვით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას - 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურის განცხადებით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, ბრალდებულები სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით. გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშ დოლარი.
2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა პირობით ვადამდე გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდევაც.
პროკურატურამ ახალასიას სისხლის სამართლის რვა მუხლით წაუყენა ბრალდება. ამნისტიის შესახებ კანონისა და სასჯელთა შთანთქმის საფუძველზე, საბოლოოდ ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები