"კაცები ჩვენზე ბატონობენ" — გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ჩრდილოეთ კორეაში
ფოტო: Human Rights Watch
Human Rights Watch-ის (HRW) ახალ ანგარიშში ჩრდილოეთ კორეაში ქალთა მიმართ გამეფებული ძალადობის შემთხვევები აისახა.
98-გვერდიან ანგარიში ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა და დამყარებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან ჩატარებულ გამოკითხვებზე. თითოეული რესპონდენტი ქვეყნიდან გამოქცეულია.
"არასასურველი სექსუალური კონტაქტი და ძალადობა ჩრდილოეთ კორეაში ისე ხშირად ხდება, რომ ეს უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ითვლება", - წერია ანგარიშში.
HRW-ის დირექტორი კენეზ როთი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობა ჩრდილოეთ კორეაში ის საიდუმლოებაა, რომელზეც ყველამ იცის, მაგრამ არავინ საუბრობს:
"ჩრდილოეთ კორეელი ქალები აუცილებლად იტყოდნენ #MeToo-ს, რომ ფიქრობდნენ, რომ სამართალი მათ ქვეყანაშიც არსებობს. თუმცა კიმ ჩენ ინის დიქტატორული რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ქალების ხმა გაჩუმებულია".
ამის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ისაა, რომ მოძალადეები ოფიციალური პირები არიან, რომელთა წინააღმდეგაც პოლიცია გამოძიებას არ იწყებს. ქვეყანაში უსამართლობა და დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს.
ფოტო: HRW
HRW-მა სულ 106 ჩრდილოეთ კორეელი გამოკითხა. მათ შორის 72 ქალი, 4 გოგო და 30 კაცი იყო. თითოეული მათგანი ინტერვიუს დროს ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა.
სექსუალური შევიწროების მსხვერპლთაგან, მხოლოდ ერთმა სცადა მოძალადისთვის პოლიციაში ეჩივლა. დანარჩენებმა იგივე იმიტომ არ გააკეთეს, რომ პოლიციისა და მისი სამართლიანი ქმედების არ სჯეროდათ.
"იყო დღეები, როცა მათ უბრალოდ ასე მოესურვებოდათ. პოლიციის ოფიცრები ან ადგილობრივი დაცვის წევრები მთხოვდნენ, რომ გავყოლოდი ცარიელ ოთახში ან მათ არჩეულ სხვა ადგილას", - იხსენებს 40 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან 2014 წელს გაიქცა.
მისი სიტყვებით, ის სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
"ისინი ჩვენ თოჯინებად აღგვიქვამენ, კაცები ჩვენზე ბატონობენ. ხანდახან ღამე ტირილს იწყებ და არ იცი რატომ", - ამბობს ის.
მედიცინის სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნიდან გამოიქცნენ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების შემოწმების ან მკურნალობის პროტოკოლი არ არსებობს.
ფოტო: HRW
პოლიციის ყოფილი ოფიცერი: 10-დან 9 ქალი თავდასხმის მსხვერპლი იყო
პოლიციის ყოფილი ოფიცერი ქალი, რომელიც თავადაც სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი იყო, ამბობს, რომ იმ ქალების 90%, რომელსაც ის იცნობდა, სექსუალური ძალადობის ქვეშ ცხოვრობდა.
მისი მიხედვით, 17 წლის ასაკში მეგობარმა თვითმკვლელობა სცადა, რადგან გაუპატიურების მსხვერპლი იყო:
"ის ტიროდა და სიკვდილი უნდოდა. მშობლები ეუბნებოდნენ, რომ სახლში დაბნელებამდე დაბრუნებულიყო, რომ გაუპატიურება აერიდებინა, თუმცა მსგავსი შემთხვევები დღის შუქზე ხდება. მან თვითმკვლელობა სცადა. ფხენიანში ყველაფერი კიდევ უფრო რთულადაა, რადგან ადამიანები ყოველ დღე ვალდებუნი არიან სამსახურში წავიდნენ".
პოლიციის ყოფილი ოფიცერი ქალი იხსენებს, რომ უამრავი ქალი ცდილობდა სამხედროებისა და სამართალდამცავების რიგებში მოხვედრას, თუმცა მუშათა პარტიაში მოსახვედრად მათ კაცების სექსუალური სურვილების შესრულებად უწევდათ.
ის დასძენს, რომ პოლიციაში ჩივილის შემთხვევაში, წნეხი არსებობს, და მსხვერპლებს საქმის გატანისკენ მოუწოდებენ:
"როცა თავდამსხმელი თავად არის ოფიციალური პირი, თუნდაც მსხვერპლი პოლიციელი იყოს, თავდასხმის ფაქტი უგულებელყოფილი რჩება. თუნდაც ვინმემ სცადოს გამოძიების დაწყება, უფროსი მოდის და გვეუბნება, რომ საქმეს ვერ გამოვიძიებთ. ისინი [მოძალადეები] ხელშეუხებელნი არიან".
ფოტო: HRW
არავინ არჩევს სწორსა და არასწორს
თუ კაცებს ძალადობის გამო პასუხისგებაში მისცემენ, მსხვერპლთა ცხოვრება მაინც უარესდება. New Korea Women's Union-ის დამფუძნებელი ლი სო-იენი ჩრდილო კორეელი ქალია, რომელიც ახლა სეულში ცხოვრობს. მან CNN-თან საუბარში თქვა, რომ სამშობლოში ჯარში მსახურობისას, მეთაურმა 30-მდე ქალი ჯარისკაცი გააუპატიურა, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჯარიდან გაუშვეს მისი მსხვერპლი ქალებიც.
"თავდამსხმელები არ ისჯებიან, თუ მსხვერპლის რაოდენობა მცირეა. ამ შემთხვევაში, მათი რაოდენობა 30-მდე იყო. მსხვერპლი ქალები ჯარიდან "უღირსობის" გამო გაუშვეს, რადგან მათ სამსახურში მეთაურთან სექსუალური ურთიერთობის უფლება არ ჰქონდათ".
ლის სიტყვებით, როცა ვინმე გაიგებს, რომ ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, საზოგადოება მას აღარ ენდობა და კაცების ცდუნებაში ადანაშაულებს.
"არავინ არჩევს სწორსა და არასწორს. პარტიის წევრები ქალებზე ძალადობას პრობლემად არ აღიქვამენ და არც სიტუაციის შეცვლა უნდათ, რადგან მათ შორის მრავალი მოძალადეა".
ფოტო: HRW
"დანაშაულის არარსებობა"
ფხენიანს აქვს კანონი, რომლის მიხედვითაც გაუპატიურება, გატაცება და დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანთან სექსუალური კავშირი კრიმინალად ითვლება. თუმცა, HRW-ს ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ქვეყანაში გაუპატიურების ფაქტების არსებობას არ აღიარებს.
2017 წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეაში გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) განუცხადეს, რომ 2008 წელს ქვეყნის მასშტაბით გაუპატიურების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავეს, 2011-ში — შვიდი და 2015-ში — ხუთი.
2014 წელს, გაეროს მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში გავრცელებული იყო ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა გატაცება, მონობა, მკვლელობა და წამება. ჩრდილოეთ კორეაში ასევე გავრცელებული იყო სექსუალური და გენდერული ძალადობა, რომელშიც ხშირად ქვეყნის ოფიციალური პირები და პოლიციელები მონაწილეობდნენ.
სექსუალური ძალადობის მტკიცებულებები მოიცავდა შემთხვევებს იძულებით აბორტზე და დაკავებული / დაპატიმრებული ქალების გაუპატიურებაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები