დედამიწის ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო, აცხადებს გაერო
ფოტო: NASA via AP
გაერო თქმით, ოზონის შრემ, რომელიც 1970 წლებიდან სისქეში თანდათანობით კლებულობდა, ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო. ოზონის შრის გათხელების მთავარი მიზეზი ამტოსფეროში გამოყოფილი სხვადასხვა მავნე გაზები იყო, რომელთა გამოყენებაც უკვე დიდი ხანია აიკრძალა.
აკრძალვის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ოზონის გათხელებული შრე 2030 წლამდე სრულად აღდგება, ხოლო ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი კი 2060 წლისთვის გაქრება. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული შეთხელებული ოზონის შრის აღდგენას კიდევ დაახლოებით 32 წელი დასჭირდება.
"ეს სასიხარულო ამბავია. თუ ატმოსფეროში ოზონის შრის გამათხელებელი გაზების გამოყოფას გავაგრძელებდით, ჩვენ სერიოზულ პრობლემამდე მივიდოდით, საბედნიეროდ ჩვენ რეაგირება სწრაფად მოვახდინეთ", - აცხადებს NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის უფროსი მეცნიერი პოლ ნიუმენი.
ატმოსფეროს ზედა ფენებში მყოფი ოზონის შრე დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომელსაც სიმსივნეების გამოწვევა და სხვა პრობლემების შექმნა შეუძლია.
ოზონის შრის მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი ადამიანის მიერ დამზადებული ნივთიერება, ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადი, იგივე ქფნ-ა, რომელიც საბოლოოდ ატმოსფეროში ბრომსა და ქლორს ათავისუფლებს, რომელიც ოზონის შრეს "ჭამს". ქფნ-ები ძირითადად მაცივრებსა და სხვა გამაგრილებელ მოწყობილობებში გამოიყენება. 1987 წელს მონრეალის პროტოკოლის ფარგლებში ქვეყნები ქფნ-ების აკრძალვაზე შეთანხმდნენ და მისი შემცვლელი, შედარებით უსაფრთხო ნივთიერებების გამოყენებაზე გადავიდნენ.
1990-იან წლებში ოზონის ზედა შრის 10 პროცენტი განადგურებული იყო. 2000-იანი წლებიდან კი ყოველ ათწლეულში მისი სისქე დაახლოებით 1-3 პროცენტით იმატებს.
წელს სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონის ხვრელის მაქსიმალური სიდიდე 24.8 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო, ეს 16 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე ყველაზე დიდი დაფიქსირებული ხვრელი, რომელიც 2006 წელს 29.6 მილიონ კვადრატულ კილომეტრს იკავებდა.
ხვრელი სექტემბერსა და ოქტომბერში თავის მაქსიმალურ ზომას აღწევს, დეკემბრის მეორე ნახევარში კი ქრება, მანამ, სანამ სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხული არ დადგება.
ოზონის შრე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება და ის სიგანეში დაახლოებით 40 კილომეტრია. ოზონი უფერო გაზია, რომელიც სამი ჟანგბადის ატომისგან შედგება. თუ ოზონის შრის შეთხელებაზე კაცობრიობას რეაგირება არ ექნებოდა, 2065 წლისთვის მისი ორი მესამედი აღარ იარსებებდა.
თუმცა ბრაიან ტუნი, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერია, აცხადებს, რომ სიხარული ნაადრევია. მისი თქმით, ოზონის შრემ აღდგენა ახლახან დაიწყო და ზოგიერთ კვლევაში ოზონის შრის აღდგენის პროცესი ჯერ არც ფიქსირდება.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, ბოლო დროს აღმოსავლეთ აზიაში აკრძალული ქფნ-ების გამოყენება ისევ განახლდა, რაც ოზონის შრის აღდგენას ხელს უშლის.
აღსანიშნავია, რომ ოზონის ხვრელმა ანტარქტიკაში გლობალური დათბობის ეფექტები მცირედით გაანეიტრალა, ოზონის შრის სრულად არსებობის შემთხვევაში ანტარქტიკაზე ტემპერატურა უფრო მეტად მოიმატებდა. ეს ნიშნავს, რომ ოზონის შრის აღდგენა კლიმატის ცვლილების გავლენას გაამძაფრებს, თუმცა საბოლოო ჯამში მისი გაქრობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ყველა დადებით შედეგს ფარავს, ოზონის შრის განადგურებას შესაძლოა კატასტროფული შედეგები ჰქონდეს.
ახლა აუცილებელია, რომ ის ნივთიერებები, რომლებიც ქფნ-ების ნაცვლად გამოიყენება, ისეთი ნივთიერებებით ჩანაცვლდეს, რომელიც გლობალური დათბობის გაუარესებაში წვლილს არ შეიტანს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები