10 მსახიობი, რომელიც გადასაღებ მოედანზე კინაღამ დაიღუპა
წითელი ხალიჩა, მდიდრული ცხოვრება, გლამური, მილიონობით დოლარის შემოსავალი, ახალი ვილები და კიდევ ვინ დათვლის რამდენი სარგებელი აქვს როცა ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავი ხარ. თუმცა, ამ დიდი სიმდიდრის და ერთი შეხედვით მარტივი პროფესიის მიღმა უამრავი საშიში ამბავი იმალება.
დღეს მოგიყვებით იმ ათი მსახიობის ამბავს, რომლებიც გადასაღებ მოედანზე კინაღამ დაიღუპნენ.
უმა თურმანი
უმა თურმანის ამბავი გასულ წელს გახმაურდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია, რომელმაც კვენტინ ტარანტინოს კარიერას კინაღამ წერტილი დაუსვა. თურმანმა New York Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ჰარვი ვაინშტაინს ძალადობაში ადანაშაულებდა. მასთან ერთად კი საუბრობდა რეჟისორ კვენტინ ტარანტინოზე და ამბობდა, რომ Kill Bill-ის გადაღებაზე რეჟისორმა კინაღამ მოკლა.
"ჰარვიმ ჩემზე იძალადა, მაგრამ ამას არ მოვუკლივარ. მაგრამ სასიკვდილოდ ჩემმა რეჟისორმა გამიმეტა. Kill Bill-ის გადაღებების დროს, კვენტინმა მთხოვა იმ მანქანაში ჩაჯდომა, რაზეც კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ საშიში და გაუმართავი იყო. ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ის გაბრაზდა, მითხრა რომ ჩემზე ძალიან ბევრი დრო და ფული აქვს დახარჯული. პირობა მომცა, რომ არაფერი მომივიდოდა. მითხრა სწრაფად მეტარებინა მანქანა, რადგან თუ ქარი თმებს კარგად არ ამიწეწავდა, თავიდან მოგვიწევდა ამ სცენის გადაღება და ამიტომ გაფუჭებული მანქანით გამატარა სილიან გზაზე. ამ დროს დავშავდი, საშინელება იყო, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვეღარ გავივლიდი", - იხსენებდა უმა თურმანი. მოგვიანებით კი ავარიის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.
ჯენიფერ ლოურენსი
ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი The Hunger Games-ის გადაღების დროს დაზიანებულმა კვამლის მანქანამ კინაღამ გაგუდა. მსახიობი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო როდესაც ლოურენსი ფილმის გადაღებების დროს დაშავდა. მისთვის კიდევ უფრო საშიში აღმოჩნდა დარენ არანოვსკის ფილმზე, დედა, მუშობა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ოსკაროსანმა მსახიობმა ნეკნი გაიტეხა.
დაიან კრიუგერი
როგორც აღმოჩნდა, კვენტინ ტარანტინოსთან მუშაობა მხოლოდ უმა თურმანისთვის არ ყოფილა საშიში. ფილმ Inglorious Bastards-ის გადაღებების დროს, კრისტოფერ უოლცმა დაიან კრიუგერი თითქმის დაახრჩო. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ამ ფაქტს თავად კრიუგერი ხალისით იხსენებდა, მაინც უნდა ითქვას, რომ ტარანტინოსთან მუშაობა დიდი საფრთხის შემცველია.
ჯულია რობერტსი
მსახიობი ჯულია რობერტსი, სერიალ Homecomig-ის გადაღებების პირველ დღეს სიკვდილს გადაურჩა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა ში უიგჰემმა გაავრცელა. როგორც გაირკვა, გადაღების პირველ დღეს, მეტალის კონსტრუქციაში დამაგრებული დროშა ჩამოვარდა და ჯულიას ეცემოდა. სწორედ ამ დროს გადმოხტა ში საიდანღაც და ჯულია მოშორებით, მინდორზე გადააგდო.
"ახლა სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა, მაშინ ასე ნამდვილად არ ჩანდა, როდესაც ჯულიას ხელი ვკარი და გადავაგდე", - ყვება უიგჰემი.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჯულიამაც დაადასტურა.
"დიახ, ამ მამაცმა ადამიანმა ნამდვილად იხსნა ჩემი სიცოცხლე, მინიმუმ გადამარჩინა საავადმყოფოში მოხვედრისაგან", - ამბობდა ჯულია.
დენიელ დეი ლუისი
სამი ოსკარის მფლობელი, ლეგენდარული მსახიობი, დენიელ დეი-ლუისი Gangs of New York-ის გადასაღებ მოედანზე არც თუ ისე თბილი ტანსაცმლის ტარების შედეგად გაცივდა და ფილტვების ანთემა დაემართა. მიუხედავად ამისა, მსახიობი მუშაობას არ წყვეტდა იქამდე, სანამ ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს არ დაეცა. საბედნიეროდ მსახიობი გადარჩა. მარტინ სკორსეზეს ამ ფილმში შესრულებულმა როლმა კი ოსკარის ნომინაცია მოუტანა.
შარლიზ ტერონი
Aeon-Flux-ის გადაღებებისას, შარლიზ ტერონმა ხერხემალი დაიზიანა. როგორც ექიმები ამბობდნენ, დაზიანება ოსკაროსანი მსახიობისთვის ძალიან საშიში იყო და ეჭვქვეშ დადგა ისიც, გაივლიდა თუ არა საერთოდ. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ტერონი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა.
ლეონარდო დიკაპრიო
ეს შემთხვევა სიკვდილით ვერ დასრულდებოდა, თუმცა ნამდვილად მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის მსახიობია ლეონარდო დიკაპრიო. ოსკაროსან მსახიობს კვენტინ ტარანტინოს (ისევ) ფილმის, Django Unchained, გადასაღები მოედანი ძალიან მტკივნეულად დაამახსოვრდა. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს ლეონარდოს პერსონაჟი მაგიდას ხელს ურტყამს და შუშის ნივთს ამსხვრებს. სისხლი, რომელიც კადრში ჩანს რეალურია და ლეონარდოს ხელიდან მოდის. ტკივილის მიუხედავად მსახიობმა თამაში გააგრძელა. მიუხედავად ამ ტრამვისა, ლეონარდო ტარანტინოსთან თანამშრომლობას არ შეუშინდა და ბრედ პიტთან, მარგო რობისთან და ალ პაჩინოსთან ერთად რეჟისორის ახალ ფილმში თამაშობს.
ქეით უინსლეტი
მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა ტიტანიკი, ცხადია, რომ ამ ფილმმა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნიჭიერი მსახიობი - ქეით უინსლეტი აჩუქა. ქეითი იმდენად იყო ჩართული გადაღების პროცესში, რომ ხშირად თავი ნამდვილ ტიტანიკზე ეგონა. ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს კი გადამღები ჯგუფის შეძახილი ვერ გაიგონა, მისი მოსაცმელი ლიფტს გამოედო და ქეითი წყლით სავსე აუზში ჩაითრია. საბედნიეროდ ჯგუფის წევრებმა მალე მოახდინეს რეაგირება და მსახიობის სიცოცხლე გადაარჩინეს.
ბრედ პიტი
The Dark Side of the Sun-ის გადაღებების დროს, ბრედ პიტი ჯერ კიდევ არ იყო ვარსკვლავი და რომ არა ერთ-ერთი შემთხვევის ბედნიერი დასასრული, ვერც ვერასოდეს გახდებოდა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ პერსონაჟს მზის ალერგია აქვს, რის გამოც ტყავის ტანისამოსსა და ნიღაბს ატარებს. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, როდესაც ბრედი პერსონაჟის ტანსაცმელში გამოწყობილი მოტოციკლით მიდიოდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. საბედნიეროდ გადამღებმა ჯგუფმა მალევე მოახერხა მისი ამოყვანა ხევიდან და მსახიობიც საღსალამათი დაუბრუნდა თავის საქმიანობას.
ტომ ჰენკსი
Cast Away-ში როლის შესასრულებლად ტომმა 25 კილო დაიკლო, თანაც ისე სწრაფად, რომ წონის ასეთმა ცვლილებამ მის ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, ჰენკსნა ფეხის გული შუშაზე გაიჭრა, მიუხედავად ამისა სცენის გადაღება გააგრძელა. საბოლოოდ როდესაც ფეხი გაუსივდა და ინფექცია შეეჭრა. მტანჯველი ტკივილების შემდეგ ჰენკსი საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ამბობენ, ერთი დღის დაგვიანებაც კი შესაძლოა საბედისწერო ყოფილიყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები