მამაცი ბელის ვირუსული ვიდეოს მიღმა არც ისე გულისამაჩუყებელი მიზეზია
უამრავმა ადამიანმა ნახა და გააზიარა 3-წუთიანი ვიდეო ბელზე, რომელიც თოვლიან მთაზე მიბობღავს და არ ნებდება მანამ, სანამ მწვერვალზე დედასთან ერთად არ აღმოჩნდება. ვიდეომ უამრავ ადამიანს აუჩუყა გული და სოციალურ მედიაში ბელის სიმამაცე და მონდომება წარმატების სიმბოლოდაც შერაცხა, თუმცა ბიოლოგები ვირუსული ვიდეოს მიღმა შეშინებულ ცხოველებს ხედავენ, რომლებიც დრონს გაურბიან.
ვიდეოს დაწყებისას, პატარა ცხოველი დედა დათვთან ერთად მთის უთოვლო ნაწილზე დგას, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა ადგილს ტოვებს, ის მას მიჰყვება. თავდაპირველად დედა დათვს თოვლში ფეხი რამდენჯერმე უცდება, თუმცა მწვერვალს ის მალევე მიაღწევს.
ბელს ასე არ გაუმართლებს — ის რამდენჯერმე ვარდება ქვემოთ, თუმცა არ ნებდება და დედისკენ მიიწევს.
თითქმის სამწუთიანი მცდელობის შემდეგ, ის მწვერვალზე აღმოჩნდება და დედასთან ერთად ტყისკენ გარბის.
ვიდეო იუთუბის არხ ViralHog-ზე 2 ნოემბერს ატვირთეს, რის შემდეგაც ის ტვიტერზე და ფეისბუქზე გავირუსდა. სხვადასხვა სოციალურ მედიაზე ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს.
უამრავმა ინტერნეტმომხმარებელმა ის ისე აღიქვა, როგორც მოტივაციის ასამაღლებელი ვიდეო იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში მიზნისთვის ბრძოლას.
"ამ ბელისგან ცხოვრებისეული გაკვეთილი ყველამ უნდა ვისწავლოთ. ეცადე და არ დანებდე", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.
თუმცა ბიოლოგები ამბობენ, რომ ვიდეოს ყურების შემდეგ ისინი მის მიღმა სხვა ისტორიას ხედავენ.
ვიდეო აშკარად დრონითაა გადაღებული. სპეციალისტების თქმით, მას უპასუხისმგებლო დრონის ოპერატორი მართავს. ის დათვებს იღებს და მათ საშიშ სიტუაციაში აგდებს, რაც დედა-შვილს თითქმის სიცოცხლის ფასად უჯდება.
"ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ ვიდეოს ბოლომდე ნახვა. აშკარაა, რომ ოპერატორი ვერ ხვდებოდა, როგორ მოქმედებდა ის ცხოველებზე", - ამბობს სოფი გილბერტი, რომელიც აიდაჰოს უნივერსიტეტში ეკოლოგად მუშაობს.
ერთადერთი ინფორმაცია, რაც ვიდეოს თან ახლავს ისაა, რომ ის 2018 წლის 19 ივნისს რუსეთში გადაიღეს. უცნობია ვინაა ავტორი, როგორი დრონით გადაიღეს ან რამდენად ახლოს იყო ის ცხოველებთან გადაღების დროს.
"ცხოველების მოქმედებით ჩანს, რომ დრონი მათთან ძალიან ახლოს იყო", - ამბობს ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევარი კლეიტონ ლემბი, რომელიც გრიზლებს შეისწავლის.
მისი სიტყვებით, დედა დათვი არასდროს ჩააგდებდა საფრთხეში თავის შვილს, იძულებული რომ არ ყოფილიყო. ლემბი დასძენს, რომ დედა გამუდმებით უყურებს დრონს და მისით აშკარად შეშფოთებულია.
ერთ მომენტში, გამოსახულება ზუმდება, რა დროსაც დრონი ცხოველებთან ახლოს მიდის, რის გამოც დედა დათვი შვილს თათს უქნევს და მას ქვემოთ აგდებს. ლემბი ამბობს, რომ ამ დროს დედამ დრონის მიახლოებით საფრთხე იგრძნო და შვილის დასაცავად ის ქვემოთ ჩააგდო.
ბიოლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ დათვებთან ახლოს შესაძლოა არწივი ყოფილიყო, თუმცა ლემბი ამბობს, რომ მას შვილის სიახლოვეს მისული უცნობი, ხმაურიანი ნივთი აფრთხობდა:
"ადამიანები ფიქრობენ, რომ დრონები ჩუმად დაფრინავენ, მაგრამ სიახლოვეს ისინი მაღალ ხმას გამოსცემენ".
ველური ბუნების პროფესიონალი გადამღებები დრონებს ხშირად იყენებენ, თუმცა დოკუმენტალისტების ჯგუფში ყოველთვის არიან ბუნების სპეციალისტები, რომლებიც სენსიტიურად უყურებენ ცხოველთა ცხოვრებას და ჯგუფის წევრებს შესაბამის რჩევებს აძლევენ.
ამერიკაში ეროვნული პარკების ტერიტორიაზე დრონების გამოყენება აკრძალულია, რადგან როგორც ამ ვიდეოში ვხედავთ, ცხოველების ადევნებისას, დრონებმა ისინი შესაძლოა სახიფათო სიტუაციაში ჩააგდონ.
კვლევების მიხედვით, ის თუ როგორ რეაგირებს ცხოველი დრონზე, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოძრაობს ან უახლოვდება ის მას, არის თუ არა ხმაურიანი, გამოიყურება თუ არა როგორც თავდამსხმელი და ა.შ. შესაძლოა, ცხოველმა რადიკალურ ქმედებებს არ მიმართოს, მაგრამ ის უცნობი ნივთის სიახლოვემ დასტრესოს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შავ დათვებს, რომლებსაც კარდიო-მონიტორები ჰქონდათ დამონტაჟებული, დრონების მიახლოების შემდეგ გულისცემა აუჩქარდათ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა

კომენტარები