Businesstools.ge - პლატფორმა, რომელიც ტექ-პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთთან აკავშირებს
ფოტო: TBC
წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი სკოლა გაქვთ და გინდათ, სასწავლო პროცესები მოძველებულ ჟურნალებში კი არ აღირიცხებოდეს, ელექტრონული ფორმით არსებობდეს, მონაცემებზე კი წვდომა მშობლებს, ბავშვებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ.
სტანდარტულად, ამისთვის ხუთი ეტაპი უნდა გაიაროთ:
- გაარკვიოთ, რომელ კომპანიებს შეუძლიათ იმუშავონ ასეთ მასშტაბურ პროექტზე (გაითვალისწინეთ, რომ ეს ისეთი მარტივი არაა, როგორც ვებსაიტის შექმნა);
- სათითაოდ გაესაუბროთ შერჩეულ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს;
- შეადაროთ ერთმანეთს შემოთავაზებები ფუნქციების, შესრულების ვადებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით;
- დაელოდოთ განხორციელებას, რაც თვეებს წაიღებს;
- დანერგოთ თქვენს სკოლაში სისტემა.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ელექტრონული ჟურნალის სისტემა უკვე აწყობილი გაქვთ და ეძებთ სკოლას, რომელიც მზადაა, ის თქვენგან იყიდოს. სანამ პოტენციურად დაინტერესებულ კლიენტს იპოვით, უამრავ სკოლასთან მოგიწევთ გასაუბრება, რომელთა დირექტორების დიდი ნაწილი გეტყვით, რომ მაგარყდიან ჟურნალებში ნიშნების ჩაწერას მაინც ვერაფერი სჯობს. პოტენციური შემსყიდველის ძებნაში თქვენ მოგიწევთ მუდმივად ამტკიცოთ ავტომატიზებული პროცესების უპირატესობა და საკუთარ პროდუქტზე ყველგან ისაუბროთ იმ იმედით, რომ სწორ აუდიტორიაზე გახვალთ.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნა თიბისი ბანკმა Businesstools.ge, რომელიც ტექნოლოგიური გამოსავლის მაძებარ კომპანიებს ამ გადაწყვეტების ავტორებთან აკავშირებს. სისტემა მოსახერხებელი, მოქნილი და მარტივია: დეველოპერები ათავსებენ საკუთარ პროდუქტს, კომპანია კი ეძებს, პოულობს და შემოთავაზებული ვარიანტებიდან ირჩევს მისთვის შესაფერის და სასურველ პროგრამულ უზრუნველყოფას. ამის შემდეგ დაინტერესებული პირი უკვე პირადად უკავშირდება აპლიკაციის, პროგრამისა თუ ციფრული გადაწყვეტის შემქმნელს.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს, აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.
ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც პლატფორმა მოიცავს.
პროექტზე მუშაობა თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო: "გვინდოდა, ისეთი ონლაინსივრცე შეგვექმნა, სადაც აპლიკაციების შემქმნელებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დავაკავშირებდით და ახალი პროგრამების შექმნას წავახალისებდით", - ამბობს თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი.
პლატფორმის შესახებ
ფოტო: TBC
როგორც აღმოჩნდა, ქართულ ბაზარზე ბევრი დეველოპერი მუშაობს სხვადასხვა აპლიკაციის თუ სოფტის შექმნაზე. ეს დეველოპერები ქმნიან გადაწყვეტას კონკრეტული ბიზნესისთვის და მათ შესახებ არავინ იცის, არც მათ, ვისაც ეს პროდუქტი უშუალოდ დაეხმარებოდა. Businesstools.ge-მ სწორედ ამ არარსებული მედიუმის როლი იტვირთა.
მთავარი გვერდის ერთი ნაწილი ეთმობა საძიებო სისტემას, სადაც როგორც სერვისებით დაინტერესებული კომპანიების, ასევე ტექნოლოგიური პროდუქტების მოძებნა შეგიძლიათ.
მას მოსდევს ახალი დამატებული პროდუქტები და ბიზნეს-ბლოგი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები და რჩევებია მოცემული.
ქვემოთ კი სარეგისტრაციო ფორმაა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის.
როგორ განვათავსო ჩემი პროდუქტი?
თუ ქმნი პროგრამულ უზრუნველყოფას ბიზნესისთვის და გსურს, გააცნო შენი პროდუქტი დიდ აუდიტორიას, დარეგისტრირდი და ატვირთე ინფორმაცია შენს პროდუქტზე. პროდუქტის დამატება ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე წუთს წაგართმევს
პირველ რიგში, ამ ღილაკს დააჭირე
ფოტო: Businesstools.ge
და აირჩიე, ფიზიკური პირი ხარ თუ იურიდიული
ფოტო: Businesstools.ge
მოყევი შენი პროექტებისა და შენ შესახებ
ყველა ველის შევსებიდან რამდენიმე წამში მოგივა ელექტრონული წერილი, საიდანაც ბმულზე გადახვალ. ახლა მხოლოდ აპლიკაციის დამატებაღა დაგრჩენია.
კატეგორიებში მონიშნე, რას ემსახურება შენი პროდუქტი: კლიენტების მართვა, საბუღალტრო გადაწყვეტა, გაყიდვების გამარტივება, E-mail მარკეტინგი თუ რამე სხვა
დაურთე სურათები და აღწერა
გაითვალისწინე, რომ პროდუქტი ავტომატურად არ გამოჩნდება საიტზე. მან ჯერ ვერიფიკაცია უნდა გაიაროს. ამ მარტივი გზით, შენ შეძლებ საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტი სწორედ იმ ადამიანებთან მიიტანო, ვინც სწორედ ასეთ გამოსავალს ეძებს. სულ ერთია, ხორცპროდუქტების აღრიცხვას ამარტივებ თუ იურიდიულ ხელშეკრულებებს, ადგილი ყველასთვის მოიძებნება.
როგორ ვიპოვო პროდუქტი ჩემი ბიზნესისთვის?
თუ გაქვს საკუთარი ბიზნესი და გინდა, ნაკლები ადამიანური რესურსით უკეთეს შედეგს მიაღწიო, აუცილებელია, დაფიქრდე, ბიზნეს-პროცესების რომელი რგოლის ავტომატიზაცია შეიძლება.
Businesstools.ge ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ სოფტს, აპლიკაციასა თუ სერვისს, რომლებიც დეველოპერებმა ქართული ბიზნესების საჭიროებების მიხედვით შექმნეს.
რაც მთავარია, მარტივად შეგიძლია შეადარო მსგავსი პროდუქტების და აირჩიო ის, რომლის ფუნქციებიც შენს მოთხოვნებს უკეთესად პასუხობს. საჭირო აღარაა საკუთარი ბიზნესის ხელშემწყობი და გასამარტივებელი ტექნოლოგიური პროდუქტების და მათი მახასიათებლების ცალ-ცალკე შემქმნელებთან და მომწოდებლებთან მოძებნა. გამოსავალი მაუსის ერთ გაწვდენაშია.
ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური გადაწყვეტა ონლაინ მაღაზიის პლატფორმაა.
Businesstools.ge იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. აქ განთავსებული აპლიკაციები, პროგრამები თუ სერვისები ფინანსების, ბუღალტერიის, ადამიანური რესურსების მართვის, კლიენტებთან ურთიერთობის, გაყიდვების კონტროლისა და სხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელებს მეტი დრო რჩებათ განვითარებაზე ფიქრისთვის. ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მომუშავე კომპანიებისთვის კი ეს უნიკალური შანსია, საკუთარი ნამუშევარი წარმოაჩინონ და ყველა იმ გამოწვევას მოუფიქრონ გადაწყვეტა, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესები აწყდებიან.
პლატფორმა იდეალურ წინაპირობას ქმნის საქართველოში სრულიად ახალი ეკოსისტემის განსავითარებლად, დანარჩენი კი დეველოპერებსა და კომპანიებზეა დამოკიდებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი





კომენტარები