ქართული ოცნება გადაიქცა არა კანონდამცველად, არამედ კანონდამრღვევად — გიორგი ვაშაძე
ფოტო: კადრი "ძალა ერთობაშიას" ვიდეოდან
გაერთიანებული ოპოზიციის, ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება გადაიქცა არა კანონდამცველად, არამედ კანონდამრღვევად. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რუსთაველის გამზირზე გუშინ, 10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულებრივ ორგანიზაციად იქცა. ის სამარცხვინოს უწოდებს დედაქალაქის მერის წერილს, რომლის მიხედვითაც შვილმოკლულმა მამებმა საახალწლო სამზადისისა და ნაძვის ხის დადგმის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ.
"მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება და დაარღვიეს საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში", — განაცხადა ვაშაძემ.
ის შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიას განცხადებები დესტაბილიზაციისა და არეულობის საფრთხეების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
"თქვენ გვეუბნებით, რომ კანონი არ ხართ თქვენ, ეს დამთავრდება აუცილებლად და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ხელისუფლება, რომელსაც არაფერში აინტერესებს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნა, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან არჩევნების გზით. ქართული ოცნება გადაიქცა არა კანონდამცველად,როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, არამედ კანონდამრღვევად", – განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.
თბილისის მერიამ 5 ნოემბერს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, წერილი მისწერა. წერილში მერია ითხოვს, რომ სარალიძემ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად სხვა ადგილზე გამართოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. როგორც მერი განმარტავდა, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვონ.
ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობისა და დაპირისპირების მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!". თბილისის მერია გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს და განაცხადა, რომ პროტესტისთვის ადგილის ცვლილება იყო თხოვდა და დანარჩენი აქციის მონაწილეების პრეროგატივაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები