მე ხმას არ ვაძლევ მოღალატეს, საქართველოს ომი არ დაუწყია — ყოფილი სამხედროების პროტესტი სალომე ზურაბიშვილს
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook
ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა და სხვადასხვა ომის ვეტერანებმა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყეს.
"მე ხმას არ ვაძლევ მოღალატეს, საქართველოს ომი არ დაუწყია", — ვეტერანები ამ შინაარსის პოსტებს ფეისბუქზე აქვეყნებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ ქვეყნის მთავარსარდლად სალომე ზურაბიშვილი არ აირჩიონ. ამ სამხედროების ნაწილი საკუთარ გვერდზე მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის აქტივობების შესახებ აზიარებს ინფორმაციას.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტად მას, ვინც ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჭანკოტაძის განცხადებას პოლიტიკურად მოტივირებული და სამარცხვინო უწოდა. თუმცა, სამხედროებმა გენერალს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გუშინ, 11 ნოემბერს საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს.
როგორც On.ge-ს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე სამხედრო პირებს შორის არ არიან სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები. მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს პოლიტიკურ პროცესებზე აზრის დაფიქსირება ეკრძალებათ.
7 ნოემბერს აქცია გაიმართა მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგაც. მოქალაქეთა ნაწილმა ვაშაძის შესაძლო გაპრეზიენტება გააპროტესტა.
დღეს, 11 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პირები ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებული. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მუქარას.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას ახლდა მუდმივი კრიტიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პირველად აგვისტოს ომზე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენისას ისაუბრა.
"ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", — თქვა ზურაბიშვილმა.
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კანდიდატმა აგვისტოს ომის დაწყება განსხვავებულად განმარტა. საარჩევნო შტაბის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
მოგვიანებით ომზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.
"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს, რასაც თავად არასდროს დაუშვებს.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კი, სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ჩასულმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არასდროს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მისი თქმით, აღკვეთს პროვოკაციებს, რომელიც ქვეყანას მომავალში დაემუქრება.
ზურაბიშვილის განცხადებებს ოპოზიციაში აკრიტიკებენ და ქვეყნის ღალატად აფასებენ. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კანდიდატის განცხადებას იმეორებს და მას მხარს უჭერს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები