ელტონ ჯონი: ფრედი მერკური სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც სხვებისთვის ცხოვრობდა
კინოთეატრებში Bohemian Rhapsody გადის და ფრედი მერკურის ბიოგრაფიული დეტალები ხელმეორედ ექცევა ლეგენდარული შემსრულებლის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში.
მათ შორისაა ელტონ ჯონის მოგონებები მერკურის შესახებ, რომელთა შესახებაც ის 2012 წელს გამოცემულ წიგნში, Love is the Cure: On Life, Loss and the End of AIDS, წერს.
ელტონ ჯონი თავის მეგობარს უანგარო, კეთილშობილ ადამიანად ახასიათებს:
"ფრედის გარდაცვალებამდე საჯაროდ არ განუცხადებია, რომ შიდსი ჰქონდა. ის სცენაზე კაშკაშა, ექსპრესიული ვარსკვლავი იყო, რომელიც ბოუისთან და ჯაგერთან ერთად ასრულებდა, თუმცა, სცენის მიღმა ის საშინლად ჩაკეტილი ადამიანი იყო. 1987 წელს, დიაგნოზის დასმიდან მალევე მითხრა ფრედიმ, რომ შიდსი ჰქონდა. განადგურებული ვიყავი. ნანახი მქონდა, რას უშვებოდა ეს დაავადება ჩემს სხვა მეგობრებს და ზუსტად ვიცოდი, რა ემუქრებოდა ფრედის. მანაც იცოდა.
ფრედიმ კარგად იცოდა, რომ მისი სიკვდილი, მტანჯველი სიკვდილი, ახლოს იყო. თუმცა, ის საოცრად მამაცი იყო. ის კვლავ გამოდიოდა ქუინთან ერთად, კვლავ იყო მხიარული, შეშლილი და უკიდურესად გულუხვი ადამიანი.
80-იანების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში, ფრედი დაკარგული იყო. მისი მდგომარეობა უარესდებოდა და მას ამის ატანა აღარ შეეძლო. იმის დანახვა, რომ დაავადება სამყაროს მისი სახით სინათლე აცლიდა, გულს მიტეხდა. დასასრულს, ფრედის სხეული ლაქებით იყო დაფარული და ის თითქმის ბრმა იყო. იმდენად დასუსტებული იყო, რომ წამოდგომაც არ შეეძლო.
თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში, ფრედის მხოლოდ საკუთარ კომფორტზე უნდა ეზრუნა, თუმცა მას ეს არ შეეძლო. ის სხვებისთვის ცხოვრობდა.
ფრედი 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი დასაფლავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მე ჯერ კიდევ ვგლოვობდი. შობას კი შევიტყვე, რომ მან უკანასკნელად დამიტოვა ისეთი რამ, რაც სამუდამოდ დამამახსოვრებდა მის თავს, როგორც უანგაროსა და სხვებისთვის თავგანწირულს.
სახლში ვსევდიანობდი, როცა მეგობარი მესტუმრა და გადმომცა ნივთი, რომელიც ბალიშებით იყო შეფუთული. გავხსენი და შიგ იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვრის, ჰენრი სკოტ ტიუკის ტილო. და ასევე წერილი ფრედისგან.
წლებით ადრე, მე და ფრედიმ ერთმანეთს ალტერ ეგოების სახელები შევარქვით. მე შერონი მერქვა, მას — მელინა. ფრედის წერილში ეწერა: "ძვირფასო შერონ, ვიფიქრე, ეს მოგეწონებოდა. შობას გილოცავ. სიყვარულით მელინა".
იმ დროს, 44 წლის ვიყავი და პატარა ბავშვივით ვტიროდი. ეს საოცარი, ლამაზი კაცი შიდსისგან კვდებოდა და მისი ცხოვრების ბოლო დღეებში, მან შეძლო და საშობაო საჩუქარი გამომიგზავნა. ეს ძალიან სევდიანი მომენტი იყო, მაგრამ როცა ფრედიზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება, რადგან ის გადმოსცემს მის ნამდვილ ხასიათს. თავისი სიკვდილისას მან შემახსენა ის, რამაც ასეთი განსაკუთრებული გახადა".
ფრედი მერკური შიდსისგან გამოწვეული პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები