როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს — რეზოლუცია
დღეს, 13 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტის მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდეირს მამიკინსი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დარჩენილი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. მათ შორის, რეფორმების ატარებისკენ, შრომითი სტანდარტების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით. მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაბიჯები, რაც ზემოთხსენებულ საკითხების მოსაგვარებლად გადაიდგა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირი საქართველოს 317-დან 453 მილიონ ევრომდე ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
პოლიტიკური დიალოგი
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებზე. თუმცა, ამავე დროს, მწუხარებას გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადადების გამო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ინციდენტები.
ევროკავშირი მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ეფექტიან განხორციელებას და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადოს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. იქვე აღნიშნულია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართელოს პარლამენტში მიღებული დოკუმენტი.
ევროკავშირის რეზოლუციაში ხაზგასმულია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს თანმიმდევრული და კოორდინირებული, ერთიანი, მტკიცე პოზიცია რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაძლიოს არსებული დაბრკოლებები და ეცადოს სავაჭრო შეთანხმებითა და ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული სარგებელის გამოყენების შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც მიეცეს.
კანონის უზენაესობა
ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის ზეგავლენის გამო, როგორც საქართველოში მცხოვრებ თურქებზე, ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. მაგალითად, საქმე ეხება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
ევროკავშირი მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გამოძიების პროცესში დარწმუნდეს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა ჩატარებული იქნება ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვით. რეზოლუციით მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, გაუმკლავდნენ თურქეთის ზეწოლას.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ნარკოპოლიტიკის რეფორმირების ცვლილებების პაკეტი, რაც 2017 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.
ადამიანის უფლებები
რეზოლუციაში საუბარია თბილისიდან გატაცებულ აზრებაიჯანელ ჟურნალისტზე, აფგან მუხტარლიზე. რეზოლუციით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართელოს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების კოორდინაციის მექანიზმი. დოკუმენტის თანახმად, აფგან მუხტარლის გატაცების საქმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობის გამო ისინი შეშფოთებას გამოხატავენ.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დამატებით ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ქალთა მიმართ ყველა ტიპის ძალადობის წინააღმდეგ, ასევე, სამუშაო და საჯარო ადგილებზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია ისიც, რომ საქართველოში უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა შრომის ბაზარზე და პოლიტიკაში.
დოკუმენტში საუბარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე. რეზოლუციაში აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას.
რეზოლუციის ტექსტით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 9 ოქტომბერს დაამტკიცა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები