დღის რომელ მონაკვეთში ვწვავთ ყველაზე მეტ კალორიას? - კვლევის შედეგები
ფოტო: Shutterstock
თქვენი ძილის რეჟიმი და ცხოვრების სტილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა რაოდენობის კალორიას დაწვავს თქვენი ორგანიზმი ყოველდღიურად. ახალ მცირერიცხოვან კვლევაზე დაყრდნობით, დღის განმავლობაში შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც თქვენი ორგანიზმი ყველაზე მეტ კალორიას წვავს.
ეს ყველაფერი ადამიანის ორგანიზმის ცირკადულ რითმებთან არის დაკავშირებული, ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი საათი, რომელიც ღვიძილისა და ძილის რეჟიმებს არეგულირებს. აღნიშნულ რითმებს გავლენის მოხდენა კალორიების წვის სიხშირეზეც შეუძლია. ადამიანები შუადღით მოსვენების მდგომარეობაში ყოფნისას 10%-ით უფრო მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე იმავე მდგომარეობაში საღამოს, ან გვიან ღამით ყოფნისას.
კვლევის ავტორების თქმით, ექსპერიმენტში კონცენტრაცია მოსვენების მდგომარეობაში ყოფნისას დახარჯულ კალორიებზე იყო, ამიტომ ძნელია თქმა, ღირს თუ არა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით კვებისა და ვარჯიშის საათების შეცვლა. უფრო მნიშვნელოვანი კი შეიძლება გვიანი საღამოსა და ღამის საათებში კალორიების შემცირებული წვის თავიდან არიდება იყოს.
"თუ ერთი ან ორი საათით ადრე ავდგებით და საუზმეს უფრო ადრე მივირთმევთ, შეიძლება ამ დროს ჩვენი ორგანიზმი საუზმისთვის მზად არ იყოს, გარდა ამისა, ამ დროს ორგანიზმს დამატებით ენერგია შეიძლება სულაც არ სჭირდება, რაც მიღებული კალორიების შენახვასა და დამარაგებას გამოიწვევს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორი ჯიანა დაფი.
ექსპერიმენტში მხოლოდ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად აღნიშნული კვლევით საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. თუმცა, მეცნიერები აცხადებენ, რომ ცდისპირთა პატარა რაოდენობამ მათ საშუალება მისცა, რომ ექსპერიმენტებში უამრავი პატარა დეტალი გაეთვალისწინებინათ, მაგალითად ის, თუ რამდენ დროს ატარებდნენ ისინი მზეზე, ან კონკრეტულად რისგან შედგებოდა მათი კვების რაციონი, ეს ყველა დეტალი ცირკადული რითმების უკეთ გაანალიზების საშუალებას იძლევა.
37 დღის განმავლობაში კვლევაში მონაწილე ადამიანები ლაბორატორიაში ცხოვრობდნენ, სადაც არც ფანჯრები იყო და არც საათი, მათ ასევე არ ჰქონდათ ტელეფონი და ინტერნეტი. მეცნიერები ცდისპირების ძილის რეჟიმს ხელოვნურად არეგულირებდნენ: ისინი გაღვიძებისა და დაძინების დროს ყოველდღე ოთხი საათით უკან წევდნენ.
ამის წყალობით მკვლევარებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა ორგანიზმის ცირკადული რითმები, რომლებიც დიდწილად მზის სინათლეზეც არის დამოკიდებული, დაარღვიეს და ორგანიზმებს აიძულეს, რომ მხოლოდ შინაგან საათზე დაყრდნობით ემუშავათ. ამის საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს, რომ ორგანიზმის შინაგან საათს, გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად დაკვირვებოდნენ.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს სპეციალური სენსორები ჰქონდათ მიმაგრებული, რომლებიც ორგანიზმის ტემპერატურას, შესაბამისად კალორიების წვის სიხშირეს ზომავდა. მათ დაადგინეს, რომ ორგანიზმის ტემპერატურა ყველაზე დაბალი გვიან ღამით და დილას არის, ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი შუადღის საათებში დაფიქსირდა.
დაფის თქმით, ამ შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება იმ ადამიანებისთვისაც ჰქონდეს, ვინც ღამის ცვლებში მუშაობს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს სხვადასხვა დაავადების მომატებული რისკები აქვთ.
"ჩვენი ბიოლოგიური საათი ორგანიზმს კონკრეტული საქმიანობებისთვის ოპტიმალურად განაწყობს, როდესაც ჩვენ მთელ ღამეს მუშაობასა ან მეცადინეობაში ვატარებთ, ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური საათი ირღვევა. თუ თქვენ ღამის სამ საათზე საკვებს იღებთ, ამ დროს ორგანიზმი ამისთვის მზად არ არის", - აცხადებს დაფი.
მეცნიერების თქმით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა უკეთ გაირკვეს, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ადამიანებზე, მაგრამ ის უკვე ცხადია, რომ ჩვენ ორგანიზმს გარკვეული შინაგანი საათი გააჩნია, რომლის გარესამყაროსთან თანხვედრაში ყოფნა აუცილებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები