კახა კალაძე: ნაციონალები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დარტყმას აყენებენ
ფოტო: ქართული ოცნება
პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ.
კახა კალაძე აცხადებს, რომ განცხადებები აბსურდულია და თეორიული საფუძველიც კი არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობა უტიფრად ცდილობს საზოგადოებისა და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას", — აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავად ჩაიდინა დანაშაული საქართველოს ისტორიისა და მომავლის წინაშე და ახლა "ტვინის გამორეცხვის" პოლიტიკას აგრძელებს.
"რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას. ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება", — განაცხადა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ არავის მისცემენ უფლებას დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიონ.
"სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ", — თქვა კალაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადება
14 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს. მინისტრის განმარტებით, თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. წულუკიანის განცხადებით, ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლება არ იქნება და ვერც იქნება წარმოდგენილი, როგორც მხარე.
თეა წულუკიანის განცხადება გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თეა წულუკიანი და მთლიანად ხელისუფლება სამხედროებს კი არ იცავს, არამედ მათ წინააღმდეგ გამოდის.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, წულუკიანმა მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად". გრიგოლ ვაშაძე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს.
მოგვიანებით, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში გაჟღერებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტაციას ეწევა.
"ქართული ოცნების მთავრობა ნაციონალური მოძრაობის მთავრობისგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ, თუ ეს შეიძლება, მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ ის, რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე იმ ოსი მათი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული", — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბესნუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები