კიდევ 10 რამ, რაც გვინდა, რომ მეორე ტურამდე მთავრობამ ჩვენ ნაცვლად გააკეთოს
ფოტო: Jamie Jones
ადამიანთა ერთი ნაწილისთვის ორშაბათი იმ ინფორმაციით დაიწყო, რომ მთავრობა მათ სესხებს მათ ნაცვლად დაფარავს.
ჩვენ, ვისაც ან არ დაგვიგროვებია 2 000 ლარამდე დავალიანება, ან უბრალოდ, უფრო დიდი წარმოსახვის უნარით გამოვირჩევით, კიდევ 10 სურვილი გვაქვს, რომელთა ასრულებაც მეორე ტურამდე ძალიან გაგვახარებდა.
1. სანამ ჩვენ სამსახურში ვიქნებით, სახლი დაგვილაგოს
რა ჯობია იმას, როცა სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ყველაფერი მილაგებული და მოწესრიგებული გხვდება და საღამოს ისე ატარებ, როგორც გრძელი, შრომატევადი დღის შემდეგ იმსახურებ.
2. საახალწლოდ ნაძვის ხე აგვიწყოს
ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც წინასაახალწლო ფუსფუსი და სახლში ნაძვის ხის აწყობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ვიღაც თქვენ ნაცვლად აკეთებს და დილით გაღვიძებულს სახლი საახალწლოდ მორთული გხვდებათ! ალბათ მთავრობას და თანაინვესტირების ფონდს ამის გაკეთება არ გაუჭირდება.
3. სამსახურში ჩვენ ნაცვლად დარეკოს და უფროსს ჩახლეჩილი ხმით უთხრას, რომ "გაციებულია და ვერ მივა"
თქვენც გიგრძვნიათ სევდა, როცა დალაგებული და საახალწლოდ მორთული სახლი დილით ადრე დაგიტოვებიათ და სამსახურში წასულხართ? ჩვენც ვიცით, ეს რა გრძნობაა. თუმცა, თუ მთავრობა უფროსს ტყუილს ჩვენ ნაცვლად ეტყვის და პასუხისმგებლობებისგან ერთი დღით მაინც გაგვათავისუფლებს, შევძლებთ სამსახურიდან გათავისუფლების შიშის გარეშე ტელევიზორის წინ მოვკალათდეთ, პლედი მოვიხუროთ, სასუსნავები შემოვილაგოთ და საყვარელი საახალწლო ფილმი ჩავრთოთ.
4. ნათესავებს დაურეკოს და შვილის გაჩენა მიულოცოს
სწორედ მაშინ გვახსენდება, რომ რაღაც დაგვავიწყდა, როცა ყველაფერი ისე იდეალურადაა, როგორც წინა პუნქტშია აღწერილი. მაგალითად, დედის მეგობრის შვილის დაბადების დღე, ან ის რომ, ნათესავის ცოლმა გუშინ ბავშვი გააჩინა. კარგი იქნება, თუ წინასაარჩევნოდ მთავრობა ჩვენ მაგივრად დარეკავს ნათესავთან ორიგინალური სურვილებით და მთელ ოჯახს მოიკითხავს.
5. პირადი ურთიერთობები დაგვილაგოს
ჭამ და არ სუქდები, ნათესავები კმაყოფილები არიან, სახლი — დალაგებული, ნაძვის ხე — მორთული. რა დარჩა? ა, ხო, გვინდა, რომ ახალი წელი იმ ადამიანთან ერთად გავატაროთ, რომელიც ძალიან მოგვწონს და ამას ვერაფრით ვაგებინებთ. თუ მთავრობა ჩვენ მაგივრად გადადგამს ამ ურთულეს ნაბიჯს და ნელ-ნელა დააახლოებს ჩვენს ტრაექტორიას, კარგი იქნება. შეგვიძლია, მინიშნებაც მივცეთ: სტატუსების დალაიქებით დაიწყოს და დროდადრო მახვილგონივრული კომენტარები დაუტოვოს ხოლმე ფოტოებზე.
6. გაზის ინკასატორებს ჩვენ ნაცვლად უგზავნოს მრიცხველის ჩვენებები
თუ მთავრობა ვერ მოახერხებს, სახლში დახვდეს ხოლმე გაზის ქალებსა და კაცებს, მაშინ ჩვენ ნაცვლად უპასუხოს წერილზე "ვიყავი გაზზე, გთხოვთ დამიკავშირდეთ".
7. ყოველ დილით ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტოს "რა ჩავიცვათ"
მანამ, სანამ წინა პუნქტს შეგვისრულებს, დილით ურთულესი გადაწყვეტილება საკუთარ თავზე აიღოს და გემოვნებიანად შეგვიხამოს ტანსაცმელი. თუ დილით ადრე ადგომა მთავრობასაც გაუჭირდება, ამის გაკეთება ღამითაც შეუძლია.
8. როცა სახლში არ ვიქნებით, ჩვენს ცხოველებს მოუაროს
კატას, რომელიც მთელი დღე სახლში მარტოა, ან ოჯახის წევრები მისადმი დიდ ყურადღებას არ იჩენენ, გაართოს, ეთამაშოს, მოეფეროს, აჭამოს და ტუალეტისთვის გამიზნული ადგილი გაუსუფთაოს. ცუგა კი სასეირნოდ წაიყვანოს და იზრუნოს იმაზე, რომ ქალაქის ქუჩების სისუფთავეს ძაღლის "გასეირნების შემდეგ" საფრთხე არ შეექმნას.
9. ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა მთლიანად დაგვიგეგმოს
ახალი წლების შემდეგ ერთი კვირით დასვენების გახანგრძლივებას რა ჯობს? ან, 2 იანვარს მოგზაურობაზე უკეთესი რა უნდა დავიბედოთ? თუმცა, მოგზაურობამდე უამრავი რამაა დასაგეგმი და გასათვალისწინებელი: წინასწარ ადგილებია მოსაძიებელი, რომლის ნახვაც გვინდა, შედარებით იაფიანი და სუფთა დასარჩენი ადგილია საპოვნელი, ბარგი ჩასალაგებელი და ასაწონი. რადგან მთავრობაში უამრავი ადამიანია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, წინასაარჩევნო ოცნებებს ესეც შეიძლება შევმატოთ.
10. ჩვენ ვჭამოთ და მთავრობა გასუქდეს
წარმოიდგინეთ, რომ რასაც გინდათ იმას ჭამთ, რამდენსაც გინდათ იმდენს და არ სუქდებით. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი სწრაფი მეტაბოლიზმით 100-დან ერთი ადამიანი იბადება, თუმცა, თუ დანარჩენ 99 ადამიანზე მთავრობა წინასაარჩევნოდ იზრუნებს, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვლება.
[ბონუსი] ჩვენ ნაცვლად ინერვიულოს
თუ ჩვენს ქრაშთან მოლაპარაკებისას რაღაც კარგად არ გამოუვა, თავადვე ინერვიულოს და დეპრესიული პერიოდი ჩვენ ნაცვლად გაიაროს. რადგან სანერვიულო არ გველევა, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, რომ წინასაარჩევნოდ გადაწყვეტილება მშვიდ გონებაზე მივიღოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა












კომენტარები