ლეტერატო ინოვაციებსა და ბიზნეს-უნარების განვითარებაში მოზარდებისთვის ახალ პროგრამას იწყებს
21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ და ძალზე დინამიურ გარემოში, სადაც ინფორმაცია შეუზღუდავად მოგვეწოდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალებს, უმნიშვნელოვანესია მომავალ თაობას ჰქონდეს მზაობა, წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. არ დარჩეს მხოლოდ მომხმარებლად ან მიმდინარე პროცესების მაყურებლად, არამედ, შეძლოს ამ გარემოში სრულყოფილი ინტეგრაცია ან სულაც ახლის შექმნა. კრიტიკული და არასტანდარტული, კრეატიული აზროვნება ამ თვალსაზრისით ის წამყვანი უნარები იქნება, რომელიც მომავალ ათწლეულებში კაცობრიობას წარმატებას მოუტანს.
ამ უნარებზე უკვე კარგა ხანია საუბრობენ მსოფლიოს ტექნოლოგიების, პედაგოგიკის, მეწარმეობის სფეროებში მოღვაწე პირველი პირები. საქართველოში ლეტერატო - აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის - უკვე რამდენიმე წელია ამ უნარების განვითარებაზე მუშაობს.
მეექვსე - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები აქ გუნდური დავალებების, ქეისების, სიმულაციებისა და სახალისო აქტივობების წყალობით ეუფლებიან დამოუკიდებლად და ობიექტურად აზროვნებას, იძენენ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს, სწავლობენ ლოგიკასა და თანმიმდევრულ აზროვნებას, და ინტელექტუალურ ემპათიას, გამბედაობასა და მიუკერძოებლობას ეჩვევიან. მეცადინეობები ქართულ ენაზეც მიმდინარეობს და ინგლისურადაც, რომელსაც ამერიკელი მეცნიერი ხელმძღვანელობს.
პარალელურად, ლეტერატო კითხვისა და წიგნიერების უნარების განვითარებაზეც მუშაობს, სადაც მოზარდები ინტერაქტიულ ფორმატში განიხილავენ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, სწავლობენ არა მხოლოდ წაკითხულის გააზრებას, არამედ შემეცნების დანიშნულებასა და მის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. ლეტერატოს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით, მიაჩნიათ, რომ უმნიშვნელოვანესია შეიქმნას ნიადაგი ახალ თაობაში იმ კრიტიკული მასის შესაქმნელად, რომელსაც ზრდასრულ ცხოვრებაში შესაბიჯებლად უკვე ექნება საჭირო ცოდნა და უნარები წარმატების მიღწევისთვის, ხოლო ეს თაობა საქართველოს შეუწყობს ხელს, გახდეს მოწინავე მსოფლიოს სრულუფლებიანი ნაწილი.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციებსა და მასში შეტანილ წვლილს, რომლის საფუძველიც ინოვაციური აზროვნებაა და მას სწორედ მოზარდებში ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. სწორედ ამიტომ ლეტერატო იწყებს ახალ პროგრამას - ინოვაციები, მეწარმეობა და ბიზნეს-უნარები, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს და რომლის ამოცანაც მოზარდებში ინოვაციური, კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა, დროისა და პროცესების მართვის საბაზისო უნარების განვითარება, იდეის ხელშესახებ პროდუქტად ქცევის ეტაპების გაცნობა და მასში მონაწილეობაა.
როგორც ყველა სხვა პროგრამა ლეტერატოში, მოცემული კურსიც ინტერაქტიული იქნება და მასში მონაწილეობა მოზარდებს 12 წლიდან შეეძლებათ, თუკი ისინი ინგლისურ ენას საშუალო დონეზე მაინც ფლობენ. პროგრამის ხელმძღვანელი ხოსე რომერო წარმოადგენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპერტს. ამასთანავე მას კონცეპტუალიზაციისა და პროექტების მართვის სწავლების 15 წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში იგი ექსპერტულ ცოდნას უზიარებდა ტექნოლოგიების დარგში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს პროგრამები ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ოქსფორდსა და კემბრიჯში.
ინოვაციები, მეწარმეობა და ბიზნეს-უნარები მოზარდებს ერთგვარ იდეების ლაბორატორიას შესთავაზებს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აღმოჩენებით სავსე სამყაროში შეაბიჯონ და საკუთარი თავი არა მარტო არასტანდარტულ გადაწყვეტილებებში, არამედ დაგეგმვაში, ორგანიზებასა და იდეის განხორციელებაშიც გამოსცადონ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები