მამუკა ბახტაძე: ევროკავშირი სიღარიბის პრობლემის გადაჭრაში ჩვენს გვერდითაა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასე შეაფასა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამართული მაღალი დონის შეხვედრა, ევროკომისრებსა და საქართველოს მთავრობის წევრს შორის, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელოდნენ.
პრემიერის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველოს შესთავაზეს ეს უნიკალური პლატფორმა. ბახტაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის ფორმატის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტ იუნკერთან ერთად პრაქტიკულად ყველა ევროკომისარი ესწრებოდა, კიდევ ერთხელ გაანალიზდა, რა უნდა გაკეთდეს ყველა მიმართულებით, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას.
"ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ იმისთვის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი გაიზარდოს. ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტად დავისახეთ საქართველოში სიღარიბის დამარცხება და ევროკავშირი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში ჩვენს გვერდით არის", — განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მეორე საკითხი განათლების სისტემასა და ქართველ სტუდენტებს ეხებათ.
"მიღებულია გადაწყვეტილება და გვექნება რამდენიმე პლატფორმა, რომელიც ქართველ სტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ევროკავშირი დადგება ჩვენს გვერდით ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმაში - ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენ გვექნება მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკის ინიციატივაში", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის ინფორმაციით, ამასთან ერთად, განხილული იყო შესაძლებლობები, რომ საქართველომ მიიღოს დამატებითი დახმარება სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების, ბევრ სფეროში ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის მიმართულებით და ამ საკითხშიც ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება.
"მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ეს არის მომავალი საქართველოს განვითარების გეგმა, ისეთი საქართველოსი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა გვქონდეს და მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს - საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ამ მიზნისკენ გადაიდგა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე", — განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები