რაზე შეთანხმდა საქართველო ევროკავშირთან მაღალი დონის შეხვედრაზე
ფოტო: ევროკომისია
"დღეს ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპია", — განაცხადა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა. დღეს, 21 ნოემბერს ევროკომისრებმა პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გამართეს.
"დღეს ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობა მისი მთლიანი ვაჭრობის 27%-ს შეადგენს", — განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
ევროკავშირი და საქართველო 25-ზე მეტ კონკრეტულ ქმედებაზე შეთანხმდნენ სამ პრიორიტეტულ სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში:
ეკონომიკა, ვაჭრობა და კავშირი
საქართველოში 18 პრიორიტეტული სატრანსპორტო საინვესტიციო პროექტისთვის 3,4 მილიარდი ევრო გამოიყო. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს 18 პრიორიტეტულ პროექტს ყველა ტრანსპორტის სახეობისთვის - სარკინიგზო, საავტომობილო, პორტისა და აეროპორტისთვის - ხალხის, ტვირთის და მომსახურების მობილობის გასაუმჯობესებლად.
45 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარება
2018 წლის აპრილში ევროკომისიამ საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მესამე პაკეტი დაამტკიცა. 45 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, ისევე როგორც მისი საგარეო დაფინანსების საჭიროებებს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ საქართველოს პროგრამას შეავსებს.
27 მილიონი ევრო გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობისთვის
ევროკომისია საერთაშორისო დაფინანსების ინსტიტუტებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციებს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დასანერგად.
საქართველოში მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა
ევროკავშირი აგრძელებს მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირების განსავითარებლად, განსაკუთრებით სოფლად, ევროკავშირის 4Digital ინიციატივის საშუალებით, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მიღებასა და განვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით.
დამატებითი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის
ევროკავშირი მიზნად ისახავს საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზით, კერძოდ სურსათის უვნებლობის სფეროში.
100 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დახმარება, რათა მცირე და საშუალო საწარმოებს ჰქონდეს ფინანსებზე წვდომა ადგილობრივ ვალუტაში
2009 წლიდან ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოში 63 000-ზე მეტ მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოს ფინანსებზე წვდომას, დაახლოებით 700 მილიონი ევროს ოდენობის სესხების საშუალებით სამუშაო ადგილების შექმნისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით. 100 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროგრამები ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვალუტაში ფინანსების ხელმისაწვდომობას. საგარეო საინვესტიციო გეგმის გარანტია საშუალებას მისცემს საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს 49 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას, რომლითაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და ბიზნეს განვითარებას საქართველოში.
ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად იმუშავებენ ბიზნესისთვის უკეთესი სამართლებრივი სისტემის, ფინანსური მომსახურების მოდერნიზაციისა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების განსავითარებლად.
განათლება, კვლევა და ინოვაცია
ევროპული სკოლა, რომელიც წელს სექტემბერში კომისარმა ჰანსმა გახსნა, სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან მიიღებს. ევროკავშირი და საქართველო ფინანსური და ექსპერტული წვლილის შეტანის საშუალებით ხელს შეუწყობენ საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების სპეციალიზირებული კურიკულუმების და ასევე ახალი ვებ-გვერდის შემუშავებს.
7,5 მილიონი ევრო დამატებით აკადემიურ და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამებისთვის
2015 წლიდან 2 500-ზე მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი სწავლობდა ან ასწავლიდა ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. ევროკავშირი საქართველოს დამატებით ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გასაზრდელად.
ევროკომისარმა ჰანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხელი მოაწერეს 48 მილიონ ევრომდე ღირებულების ხელშეკრულებას, რომელიც უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას დააფინანსებს. 2019 წლიდან ევროკავშირი ხელს შეუწყობს ცხოვრების განმავლობაში უწყვეტი სწავლების უნარ-ჩვევების, სამეწარმეო სწავლებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების უზრუნველყოფას საქართველოს ოთხ რეგიონში, მათ შორის აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რეგიონში.
მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება
ევროკომისია და საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშავებენ კატასტროფების პრევენციის, მზაობისა და რეაგირების საკითხებზე, როგორიცაა ტყის ხანძრები, წყალდიდობა და საძიებო და სამაშველო მისიები. საქართველო ასევე მიიღებს წვდომას ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრის კატასტროფების რისკის მართვის ინსტრუმენტებზე და ევროკავშირის დედამიწიაზე დაკვირვების პროგრამა "კოპერნიკის" ინფორმაციისა და შედეგებისგან სარგებლის მიღებას გააგრძელებს.
27 მილიონი ევრო საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გასაზრდელად
ევროკავშირი საქართველოში კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დასახვეწად დანაშაულის პრევენციასა და მასთან ბრძოლას, სამოქალაქო დაცვის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის გაზრდის ხელშეწყობას ახალი პროგრამის საშუალებით გააძლიერებს.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერება
ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების კიბერუსაფრთხოების გამოწვევებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას და სისხლის სამართლის სამართალწარმოების საპასუხო ქმედებების გაძლიერებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები