ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ბრალდებების უარსაყოფად გარიგებას სთავაზობდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი
ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრალდებების უარსაყოფად ხელისუფლება გარიგებას სთავაზობდა. მისივე თქმით, ტელეკომპანია იმედისთვის, დადგმული ინტერვიუ უნდა მიეცა, რომელშიც უნდა ეთქვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფულის გამოძალვაზე ინფორმაცია ტყუილი იყო.
რუსთავი 2-ის ეთერში, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუ 27 ოქტომბერს უნდა მიეცა, თუმცა ის აღარ შედგა. მისივე თქმით, დაგეგმილ ინტერვიუს წინ უძღვოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული "პოზიტიური" ნაბიჯები.
ოქუაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ გადაწყვეტილებით, ომეგა ჯგუფი აქციზებს მიიღებდა და აქციზური მარკების სამსახურმა აქციზები გასცა, ქართუ ბანკმა კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი მისცა და მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით.
ბიზნესმენის განცხადებით, რესტრუქტურიზაციით, კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, თუმცა პრემიერს რესტუქტურიზაციის გადაწყვეტილებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია
სავარაუდოდ, დაგეგმილი ინტერვიუს წინასწარი ტექსტი რუსთავი 2-ის ეთერში კვირის აქცენტების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ წაიკითხა.
ზაზა ოქუაშვილი: მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ნულიდან დავიწყე და ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ვკარგავდი. საბიუჯეტო დავალიანება, რასაკვირველია არის და არასდროს მის გადახდაზე უარი არ მითქვამს, უბრალოდ ეს გამოწვეული იყო დემპინგით და ადგილობრივი წარმოების არასწორი პოლიტიკით. რა ვითხოვდი? ვალის რესტრუქტურიზაციას ვითხოვდი სახელმწიფოსგან, რომ საწარმოს ემუშავა და ხალხი არ დარჩენილიყო ქუჩაში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელისუფლების ასეთი ხისტი პოზიცია იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ ადგილობრივ წარმოებას და დემპინგი გაეჩერებინათ, ულტიმატუმით მელაპარაკებოდნენ. ფინანსთა მინისტრთან ვიჩხუბე კიდეც. შემოსავლების სამსახურიც დამპირდა, რომ აქციზურ მარკებს გასცემდა სახელმწიფო და წარმოება არ გაჩერდებოდა, მაგრამ მანაც ვერაფერი გააკეთა. ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი ვერ დავინახე და გადავწყვიტე, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო, რომ ქარხანას აკოტრებდა ხელისუფლება და ათასობით ადამიანი ქუჩაში რჩებოდა. მე დიდი პრესკონფერენციის მოწყობას ვაპირებდი და ცხადია რუსთავი 2-იც საქმის კურსი ჩავაყენეთ. ამ დროს დამიკავშირდნენ [ნიკა] გვარამია და მერე [მიხეილ] სააკაშვილი და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე. მითხრეს, რომ ძველად შენთან შეგვეშალაო და აგინებდნენ ირაკლი ოქრიაშვილს, მაგის ბრალი იყო ყველაფერიო. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე კომპრომატები და რამე ფაქტები მიმეცა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, თუ როგორ გძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ბიჭო, ვინ დაიჯერებს, რომ მილიარდერი კაცი ფულს მძალავდა-თქო. ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა? რა გამიკეთეს ცუდი მეტი, რომ ვინმესთვის რამე მიმეცა-თქო?
ჟურნალისტი: გამოდის, რომ [ბიძინა] ივანიშვილს თქვენთვის ფული არ მოუთხოვია?
ოქუაშვილი: რასაკვირველია არ მოუთხოვია, და არც არავისზე ვაპირებ ხარკის გადახდას, ხოლო ეს შავი პიარი ვისი ხელობაა, თვითონაც მიხვედით.
ჟურნალისტი: აბა ყიფიანის ჩანაწერები რა იყო? ან თქვენი ინტერვიუ?
ოქუაშვილი: ყიფიანი ცალკე თემაა და მაგ კაცთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს, მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში ჩემი გამოყენების უფლებას არავის მივცემ, არც ნაცების ინტერესები მაინტერესებს და არც ქოცების. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც რუსთავი 2-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. ამ პოლიტიკაში არაფერი მესაქმება...
ჟურნალისტი: ახლა რას აპირებთ ბატონო ზაზა?
ოქუაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ბიზნესს შეუძლია და ვაპირებ ბრძოლას ბიზნესის ინტერესებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. რევოლუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება. თუ უნდა რომ ადგილობრივმა წარმოებამ იმუშაოს და ხალხი არ დარჩეს უმუშევარი, მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ამისთვის და თუ შემხვედრ ნაბიჯებს ვერ დავინახავ გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას უცხოეთის სასამართლოებში.
ომეგა ჯგუფის საქმე
რამდენიმე თვის წინ შემოსავლების სამსახურმა ომეგა ჯგუფს ინკასო დაადო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხებოდა 51 717 000 ლარი. მათი განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.
უწყებაში ამბობდნენ, რომ კომპანიას ვალის გადახდის გრაფიკი ორჯერ შეუდგინეს, მაგრამ შეთანხმების დარღვევის გამო ორივე გაუქმდა. მათი თქმით, სწორედ ამიტომ კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო.
ტელეკომპანია იბერიაში, რომელიც ომეგა ჯგუფის შემადგენლობაში შედის, აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მედიას შემოსავლის წყაროს უზღუდავდა.
10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
30 სექტემბრის ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაც მოსთხოვა. მისივე თქმით, ივანიშვილმა, ასევე, მოთხოვა, რომ თავისი მოგებიდან 50%-ით ქართული ოცნება დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.
ბიზნესმენმა ასევე თქვა, რომ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით დაემუქრა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.
ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერებზე დათანხმების მიზანი იყო, რომ ოქუაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.
ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები