კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (16-23 ნოემბერი)
ფოტო: NASA
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. ვირტუალურ რეალობაში შექმნილი სიმულაცია, შავი ხვრელის რეალისტურ წარმოსახვას გვთავაზობს
ფოტო: J. Davelaar
რადბუდისა და გოეთეს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელის უახლესი ასტროფიზიკური მოდელების გამოყენებით მისი 360-გრადუსიანი სიმულაცია მიიღეს. ავტორების თქმით, ვირტუალური სიმულაცია ასტრონომიისა და ასტროფიზიკისაკენ საზოგადოების ინტერესს გააღრმავებს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/we0
2. მარსზე რობოტ ExoMars-ის დაშვების ადგილი შეირჩა
ფოტო: Nasa/JPL/University of Arizona
ევროპულ-რუსული მისია მარსზე 2021 წელს, ეკვატორიდან ჩრდილოეთით, კრატერ Oxia Planum-ზე დაეშვება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Oxia Planum ერთ დროს ტბით იყო დაფარული. რობოტის მთავარი მისია მარსზე წარსულში არსებული შესაძლო სიცოცხლის კვალის პოვნაა.
წყარო: The Guardian
3. არსებობს თუ არა იდეალური ასაკი ბავშვის გასაჩენად? აი, რას ამბობს მეცნიერება
ფოტო: Courtney Rust
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს, თუ რა გავლენა აქვს ნაყოფიერებაზე ასაკსა და სხვა ფაქტორებს. ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელოვნური განაყოფიერება მარტივი და სანდო პროცედურაა, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ის თავისმხრივ დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული. კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს ასაკის ზღვარი, რის შემდეგაც ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებული რისკები საგრძნობლად იმატებს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/we9
4. ასტრონომებმა მზის ტყუპისცალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/GSFC
მიჩნეულია, რომ მზეს უნდა ჰყავდეს ტყუპისცალი ვარსკვლავი, რომელიც კოსმოსის იმავე რეგიონში, იმავე დროს, იმავე გარემოში დაიბადა, რომელშიც ჩვენი მზე. ამის მიზეზი ისაა, რომ ვარსკვლავები, როგორც წესი, ჯგუფებად იბადებიან, შემდეგ კი იფანტებიან. ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი HD186302 ჩვენგან 184 სინათლის წლით არის დაშორებული და ის მზეს უკიდურესად წააგავს.
წყარო: ScienceAlert
5. სადღესასწაულო სიმღერებმა შესაძლოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანოს
ცნობილია, რომ ტვინზე ერთი და იგივე გამღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად მოქმედებს. ახალი წლის პერიოდში კი, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. საახალწლო სიმღერები გავლენას შეიძლება თქვენს პროდუქტიულობაზეც ახდენდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ ახალი წლის პერიოდში სიმღერების შერჩევას უფრო მეტი დრო დავუთმოთ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/whi
6. ბუნებრივი რადიოაქტიური წყარო ანტარქტიკას შიგნიდან ალღობს
ფოტო: redtea/iStock
რადარულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა აღმაოჩინეს, რომ ანტარქტიკის ძირში არსებობს რადიაციის ბუნებრივი წყარო, რომელიც ყინულის ლღობას იწვევს. მეცნიერების თქმით, აღნიშნული პროცესი სავარაუდოდ ათეულობით ათასი წელია, რაც მიმდინარეობს.
წყარო: Business Insider
7. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მეცნიერებმა რეზისტენტული ენტერობაქტერიები აღმოაჩინეს
ფოტო: NASA
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებული ტუალეტიდან და სხვა სავარჯიშო მოწყობილობებიდან აღებულ ნიმუშებში მეცნიერებმა ენტერობაქტერიის ხუთი სხვადასხვა მრავალ რეზისტენტული შტამი აღმოაჩინეს. კოსმოსში პათოგენური ორგანიზმების არსებობა სამომავლო მისიებისთვის დიდი საფრთხეა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wkv
8. უკონტაქტო ტომთან კომუნიკაციის დამყარების მცდელობისას, აბორიგენებმა ამერიკელი ტურისტი მოკლეს
ფოტო: Indian Coastguard/Survival
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელი გარესამყაროს მოწყვეტილი ტომი ცხოვრობს, რომელიც კონტაქტის მცდელობებს მუდმივად აგრესიით პასუხობს, მათ ცხადად მიგვანიშნეს, რომ ჩვენთან კონტაქტი არ სურთ. ამერიკელ ტურისტს კუნძულზე ქრისტიანობის გავრცელება სურდა და ის იქ მეთევზეების ნავით უკანონოდ მოხვდა, რა დროსაც ის ისრით მოკლეს.
წყარო: iflscience
9. ვეშაპების ყურის გოგირდის შესწავლისას მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ
ფოტო: FLIP NICKLIN, MINDEN PICTURES/NAT GEO IMAGE COLLECTION
ვეშაპების ყურებში დაგროვებული გოგირდის ფენების შესწავლისა და დათარიღებისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მათში კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის დონემ მოიმატა. კორტიზოლის მომატება ასევე ფიქსირდება იმ პერიოდებში, როდესაც ვეშაპებზე ნადირობა ხშირი იყო.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wjk
10. 179 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყალი დაფიქსირდა
ფოტო: Keck Observatory/Joey Stein
ეგზოპლანეტების შესწავლა ექსტრემალური დისტანციებისა და მათი სიმკრთალის გამო ძალიან რთულია, თუმცა, განახლებული ოპტიკისა და მაღალი გარჩევადობის სპეციალური ინფრაწითელი სპექტრომეტრის დახმარებით, მეცნიერებმა ეგზოპლანეტიდან წამოსულ სინათლეში წყლის კვალი დააფიქსირეს.
წყარო: ScienceAlert
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები