Wizz Air საქართველოდან გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს
ფოტო: Cat Rutter Pooley
ავიაკომპანია Wizz Air პასუხობს Hub Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, მისი საქართველოს ბაზრიდან გასვლის ზეწოლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა. კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ კომპანია საქართველოში არსებულ ქსელს აფართოებს.
"Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ზეწოლით, კომპანია ზამთრის ფრენებს არ უმტკიცებდნენ, თუმცა ეს პროცესი არჩევნების შემდეგ გადაიდო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია, HUB Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დესტაბილიზაციას ემსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები