საია: დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა 10:00 საათისთვის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა (კახეთში — 5, ახალქალაქში — 2), რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან კომისიის წევრებს აძლევდა.
- ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
- ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის დამკვირვებელს;
- ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.
- გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი კავშირი 21-ე საუკუნის დამკვირვებელს აჩვენა.
ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული ცესკოში, ხოლო კავშირი 21-ე საუკუნეს — 3174 დამკვირვებელი.
"ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი", — ნათქვამია საიას ანგარიშში.
საიას მიერ ამ დროისათვის დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
საიას ინფორმაციით, გარდაბნის 43-ე უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთის სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. ორგანიზაცია იუწყება, რომ ამ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში.
უბნის დაგვიანებით გახსნა
დაგვიანებით, გაიხსნა ახალქალაქის #69 საარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.
წილისყრის პროცედურების დარღვევა
ახალქალაქის #63 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ყველა ფუნქციის გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა ერთად. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამ უბანზე წილისყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა აღმოიფხვრა.
ბათუმის #13 და ქობულეთის #3 და #31 უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად წილისყრის პროცედურებში მონაწილეობაზე.
დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა
იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.
არჩევნების პირველ ტურზე ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სპეციალურად მეორე ტურისთვის ახალი დამკვირვებლის მოწმობების ქონა ასეთი დამკვირვებლებისთვის სავალდებულო აღარ იყო.
ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები