კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (23-30 ნოემბერი)
ფოტო: N. Phillips/NIST
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. ჩინელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ბავშვის გენები CRISPR-ით შეცვალა
ფოტო: kurzgesagt / Youtube
მეცნიერის თქმით, ექსპერიმენტში HIV-ის მქონე შვიდი წყვილის ემბრიონის მოდიფიცირება მოხდა, რათა მათ ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი შესძენოდათ. აღნიშნულმა ამბავმა მეცნიერების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, მათი აზრით, ეს ექსპერიმენტი ამორალური და არაეთიკურია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wnu
2. NASA-ს ხომალდი მარსზე წარმატებით დაეშვა - ყველაფერი, რაც ახალი მისიის შესახებ უნდა იცოდეთ
ფოტო: Lockheed Martin
26 ნოემბრის ღამეს მარსზე ნასას რობოტი InSight დაეშვა, რომელიც მბურღავი ზონდითა და უზუსტესი სეისმომეტრებით არის აღჭურვილი. განსხვავებით როვერებისგან, რომლებიც მარსის ზედაპირზე გადაადგილდებიან, ეს ხომალდი ერთ ადგილზე განთავსება და წითელი პლანეტის წიაღისა და შემადგენლობის შესახებ მოგვაწვდის ცნობებს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/won
3. კვლევა: მიტოქონდრიული დნმ-ის გადაცემა კაცებას შეუძლიათ
ფოტო: CHAGOCHKIN/SHUTTERSTOCK
როგოც წესი, მიტოქონდრიული დნმ შთამომავლობას დედის მხრიდან გადაეცემა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი ოჯახი, რომელშიც შთამომავლობას მამის მიტოქონდრიული დნმ-ის ნაწილიც გადაცემა. აღმოჩენამ შესაძლოა მეცნიერებს მიტოქონდრიული დაავადებების განკურნების ახალი მეთოდების შექმნის საშუალება მისცეს.
წყარო: iflscience
4. ევოლუცია ჩვენ თვალწინ - "წყლის ბოშებს" ყვინთვისთვის სპეციალური ადაპტაციები გააჩნიათ
ფოტო: Vargha Bahagir
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფილიპინების, მალაიზიისა და ინდონეზიის ნაპირებზე მცხოვრებ მომთაბარე ხალხს ყვინთვისთვის სპეციალური ადაპტაციები გააჩნიათ. ერთ-ერთია ზომაში მნიშვნელოვნად მომატებული ელენთა, რაც ორგანიზმს წყლის ქვეშ უფრო ხანგრძლივი დროით ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wms
5. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობობა, რომელიც შვილებს საკუთარი რძით კვებავს
ფოტო: Rui-Chang Quan
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობობები, რომლებიც საკუთარ შთამომავლობას რძის მსგავს სითხეს აჭმევდნენ და მათზე მანამ ზრუნავდნენ, სანამ ისინი ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევდნენ. მეცნიერების თქმით, ობობებში აღმოჩენილი ძლიერი დედობრივი ინსტინქტები უჩვეულოა, რადგან ასეთი ქცევა, როგორც წესი, მხოლოდ მაღალგანვითარებულ ძუძუმწოვრებს ახასიათებთ ხოლმე.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wtz
6. ხანძრით განადგურებულ ტყეებში დრონები ახალ ხეებს დარგავენ
ფოტო: RYAN WARNER/DRONESEED
ყოველწლიურად აშშ-ში ტყის ხანძრები თითქმის სამ მილიონ ჰექტარს ანადგურებს. ახალი დრონები სპეციალური სენსორების მეშვეობით ტერიტორიის სამგანზომილებიან რუკას ქმნიან, მისი კამერები კი ნიადაგის მდგომარეობას აანალიზებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ხელოვნური ინტელექტი მოცემულ ტერიტორიაზე ხის დასარგავად იდეალურ ადგილებს არჩევს. ადგილის შერჩევის შემდეგ დრონი ტერიტორიაზე თესლებს მიმოფანტავს, რომელიც სპეციალური ნივთიერებით არის დაფარული, რათა ის ცხოველებმა არ შეჭამონ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wrt
7. მეცნიერებმა სისხლის წითელი უჯრედების ახალი წყარო აღმოაჩინეს
ფოტო: PhonlamaiPhoto/iStock
ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ორგანიზმში სისხლის უჯრედების წარმოქმნა მხოლოდ ძვლის ტვინში ხდებოდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლის უჯრედების წარმოქმნის უნარი ნაწლავებსაც გააჩნიათ. მკვლევარები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაწლავის გადანერგვამ რეციპიენტში სისხლის შემადგენლობის ცვლილება გამოიწვია.
წყარო: ScienceAlert
8. პაწაწინა მგალობელმა ჩიტმა საკუთარ წონით კატეგორიაში მიგრაციის რეკორდი დაამყარა
ფოტო: Garth Peacock
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პატარა მგალობელი ჩიტი გაზაფხულა ჭივჭავა ყოველწლიურად 26 000 კილომეტრს გადის. მისი მოგზაურობა ციმბირში იწყება და სამხრეთ აფრიკაში მთავრდება. ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ასეთ პატარა ზომის ჩიტებას ამხელა მანძილის გაფრენა არ შეეძლოთ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/wmz
9. ახალი ატომური საათი, რომელსაც დრო-სივრცის გამრუდების დაფიქსირება შეუძლია
ფოტო: N. Phillips/NIST
ატომური საათი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი დროის განმსაზღვრელი მექანიზმია, რაც ადამიანს ოდესმე შეუქმნია. ახლა მეცნიერებმა შექმნეს ახალი ატომური საათი, რომელიც იმდენად ზუსტია, რომ მას გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება შეუძლია.
წყარო: ScienceAlert
10. მეცნიერებმა გაზომეს - რა რაოდენობის სინათლე გამოსხივდა სამყაროს შექმნიდან დღემდე
ფოტო: Alan Dyer/Getty Images
მეცნიერებმა დაასახელეს ფოტონების ის რაოდენობა, რაც სამყაროს შექმნიდან დღემდე გამოსხივდა. აღნიშნული რიცხვის მისაღებად მეცნიერებმა ნასას ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპის მიერ 9 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.
წყარო: ScienceAlert
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები