მომავალი წელი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ტესტი იქნება — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
ფოტო: GettyImages
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მრავალრიცხოვანი დარღვევები აშფოთებთ".
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რომელიც საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას ესწრებოდა, მომდევნო წლის პირველი ნახევარი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ტესტი იქნება.
"ჩვენ ვართ მოხარულები, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. შეშფოთებულები ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რაც არჩევნებზე დავინახეთ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული სიფრთხილით ვაკვირდებით, როგორ აღასრულებს საქართველო ახალ კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლის პირველი ნახევარი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ტესტი იქნება", — განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს შანსი გახდეს ნატოს წევრი, აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი პასუხობს, რომ აშშ-ს ამ საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია.
"ვფიქრობ, ნათლად დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით. ამის დასტურია 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია. საქართველოს აქვს მომავალი ნატოში. საქართველომ საგრძნობლად ბევრი რეფორმა განახორციელა. ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს განუზომელი კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა", — განაცხადა მან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურებები მოჰყვა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, პაატა დავითაია ფიქრობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის შეფასებებში მწვავეა, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე.
"არც გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ეს განცხადება გაკეთდებოდა. გუშინ არჩევანშიც მივუთითე იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე ღიად ჩაერთვნენ გაერთიანებულ ოპოზიციასთან კონსულტაციებში", — უთხრა რუსთავი 2-ს მ პაატა დავითაიამ.
მმართველი გუნდის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არის სიგნალი აშშ-ს მხრიდან, რომ საარჩევნო სისტემა დასახვეწია.
"ბევრია გამოსასწორებელი, მაგრამ ეს მხოლოდ სახელისუფლებო რგოლს არ ეხება. პოლიტიკური კულტურა, რომელიც საქართველოს დღესდღეობით გააჩპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება — ხმების 100% დათვლილიანია, ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტს", — განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
საპრეზიდენტო არჩევნები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იქნება. მან არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 59,52%-ით მოუგო. გრიგოლ ვაშაძის პროცენტული მაჩვენებელი მეორე ტურში 40,48%-ია.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ უპრეცედენტო გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებას ითხოვენ. ხელისუფლებას ამ საკითხების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შექმნაც შესთავაზეს და ვადა 16 დეკემბრამდე მისცეს.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და ურჩევს მათ აღიარონ არჩევნებში დამარცხება. საარჩევნო პროცესში დარღვევეზე ისაუბრა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნით, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები