პარტიზანი მებაღე: საკრებულოს სხდომაზე არ მივალთ, მაგრამ პროტესტს გავაგრძელებთ
ფოტო: On.ge
დღეს თბილისის მერი, დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარდგება, თუმცა პარტიზანული მებაღეობა სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს პარტიზანმა მებაღემ, მარიამ ბაქრაძემ მიაწოდა და აგვიხსნა, რომ პარტიზანების მერიაში მისვლას აზრი არ აქვს:
"ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ არ მივალთ. მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილსაც უნდოდა, რომ დავსწრებოდით, მაგრამ რამდენჯერაც ვყოფილვართ, უბრალოდ ნერვების შლა არის და წაგებულობის მეტს ვერაფერს ვერ ვიღებთ. აზრი არ აქვს ჩვენ მისვლას, ფორმალური ხასიათი ექნება. არც არავინ მოგვცემს ხმის ამოღების უფლებას და უბრალოდ ნერვები უნდა დაგვწყდეს".
ბაქრაძემ ასევე განგვიმარტა, რომ პარტიზანი მებაღეები ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ უერთდებიან:
"კი, შეიძლება უკმაყოფილოები ვართ ნარმანიას მუშაობით, მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ქალაქის "მწვანე პოლიტიკას" ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური განაგებს, თუმცა ისინი ამას ვერ ახორციელებენ. და თუ ვერ ახორციელებენ, მისმა უფროსმა და მოადგილემ უნდა დატოვონ თანამდებობა".
ბაქრაძის თქმით, ამ დროისთვის პარტიზანმა მებაღეებმა შიმშილობა შეწყვიტეს:
"გუშინ ელენესაც უთხრეს საავადმყოფოში, რომ მისი ფიზიკური შესაძლებლობების გამო, უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ ამ ბრიყვი მთავრობის პირობებში არ გვინდა ჩვენი ჯანმრთელობა შევწიროთ".
ბაქრაძემ ასევე გვიამბო, რომ გასულ ღამეს მერიის უსაფრთხების სამსახურის წარმომადგენლებმა პარტიზან მებაღეებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს, თუმცა ჯგუფის წარმომადგენლებმა მერიასთან ღამით მაინც იმორიგევეს.
პარტიზანული მებაღეობა მერიასთან ყოფნას მანამ აპირებს, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა, გადადგეს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, არ დაკმაყოფილდება.
დავით ნარმანია საკრებულოს სხდომაზე დღეს, 4 საათზე მივა. როგორც ენმ-ს წევრი, ირაკლი აბესაძე განმარტავს, დედაქალაქის მერმა თბილისში ხეების უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მოქალაქეებს პასუხი უნდა გასცეს
17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ტერიტორიაზე, რომელზეც ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო, ახლა ნგრევა მიმდინარეობს. ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს. სულ მოჭრილია 13 წიწვოვანი ხე. ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები