საინტერესო ფაქტები ჟან-პოლ სარტრის ცხოვრების შესახებ, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს
ფოტო: Wikimedia
მეოცე საუკუნე გამორჩეული იყო ფრანგული ლიტერატურისა და ფილოსოფიისთვის. პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა არაერთი გენიალური მწერალი და მოაზროვნე შექმნა, მათ შორის ჟან-პოლ სარტრი, რომლის ნაშრომებიც დღესაც ფართოდ განიხილება და უამრავი მიმდევარი ჰყავს. სარტრი არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ფრანგი მწერალი ყველასგან გამორჩეული, იშვიათი წერის სტილითა და იდეებით გამოირჩეოდა, რის გამოც მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენლების ნუსხაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს მისი ცხოვრების შესახებ, რომელიც სარტრის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
1. სარტრი ნობელის ლაურეატი გახდა, თუმცა ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა
1964 წელს ჟან-პოლ სარტრი ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეატი გახდა. ნობელის კომიტეტმა მას შემდეგი სიტყვები მიუძღვნა: "ნობელის პრიზი გადაეცემა მას იმ ნაშრომისთვის, რომელიც მდიდარია იდეებით და სავსეა თავისუფლების სულისკვეთებითა და ჭეშმარიტების ძიებით, რომელმაც ჩვენს ეპოქაზე დიდი გავლენა მოახდინა".
მიუხედავად ასეთი დამსახურებისა, სარტრმა ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზები მწერალმა და ფილოსოფოსმა 1964 წელს, Le Figaro-ს 26 ოქტომბრის ნომერში ახსნა.
სარტრი წერდა, რომ ის ყოველთვის უარყოფდა ოფიციალური ჯილდოების მნიშვნელობას და სწორედ ამ მიზეზით, ღირსების ლეგიონის წევრობაზეც უარი თქვა. მისი თქმით, არამხოლოდ ნობელის პრიზზე, არამედ ლენინის ჯილდოზეც უარს იტყოდა, რომ მიეღო. ნობელზე უარის თქმის მიზეზად ისიც დაასახელა, რომ არ სურდა ასოცირებული ყოფილიყო ისეთი ტიპის ინსტუტიტებთან, რომლის წინააღმდეგად გამოდიოდა როგორც მწერალი.
2. ჟან-პოლ სარტრი და ალბერ კამიუ ჯერ მეგობრები, შემდეგ კი დაპირისპირებულები იყვნენ
ერთი ეპოქისა და პერიოდის ორი უდიდესი მოაზროვნე წლების განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ისინი წერილებს სწერდნენ ერთმანეთს, ერთად დადიოდნენ თავყრილობებზე, ერთმანეთს უცვლიდნენ აზრებსა და იდეებს. აშშ-ში ლექციის წასაკითხად გამგზავრებული სარტრი კამიუს ახალი ფრანგული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენლადაც კი ასახელედება, თუმცა მათი მეგობრობა ცუდად განვითარდა.
მათი დაპირისპირება განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულებების გამო დაიწყო. პირველ რიგში, კამიუ აკრიტიკებდა სსრკ-ს პოლიტიკასა და კონცეფციას, რაც სარტრის არ მოსწონდა. ორ მწერალს ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჩამოუყალიბდათ მწერლის როლზე პოლიტიკაში. სარტრი მიიჩნევდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწერლებს უფრო მეტი უნდა ეწერათ პოლიტიკურ კონტექსტში, ხოლო კამიუს აზრით, მწერალი სოციალურ თემებზე უნდა კონცენტრირებულიყო, ლიტერატურა კი სოციალურად პასუხისმგებლიანი ყოფილიყო.
მათი ურთიერთობა ასეთმა განსხვავებულმა შეხედულებებმა კრახამდე მიიყვანა, თუმცა როდესაც ალბერ კამიუ გარდაიცვალა, სარტრმა მას ემოციური წერილი მიუძღვნა, რომელშიც ალბერს ქება-დიდება არ დააკლო.
3. მეორე მსოფლიო ომის დროს სარტრი გერმანელების ტყვე იყო
სარტრისა და მეორე მსოფლიო ომის ისტორია ცალკე ამბავია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ის საფრანგეთის არმიაში 1939 წელს იძულებით წაიყვანეს, როგორც მეტეოროლოგი. ერთი წლის შემდეგ, ფრანგი მწერალი გერმანელებმა შეიპყრეს და 9 თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა ნანსიში.
უცნაური სათქმელია, თუმცა სარტრისთვის ტყვეობაში ყოფნის პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს დაწერა მან თავისი პირველი პიესა "ბარონია" და ამავე პერიოდში ნაყოფიერად გაეცნო გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომებს. ამ უკანასკნელმა სარტრის ნაშრომებზე დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით კი მის ცნობილ ესეზე "არსებობა და არარაობა".
4. 1965 წელს სარტრმა თავისი დიასახლისი იშვილა
ჟან-პოლ სარტრის ალჟირელი დიასახლისი ჰყავდა, რომელიც არლეტა ელკაიმის სახელით არის ცნობილი. სარტრის არლეტა იმდენად უყვარდა და იმდენად მადლიერი იყო მისი გაწეული სამსახურისთვის, რომ გადაწყვიტა, შვილად აეყვანა. თანაც მაშინ საფრანგეთში შვილად აყვანა გავრცელებული ფენომენი იყო. ნაშვილები არლეტას მონათვლა ჟან-პოლ სარტრმა ცნობილ კინორეჟისორს, კლაუდ ლანზმანს სთხოვა.
5. სარტრის დაკრძალვას 50 000 ადამიანი ესწრებოდა
საკმარისია გავიგოთ, რამდენი ადამიანი ესწრებოდა ფრანგი მწერლის დაკრძალვას, მაშინვე ცხადი ხდება, თუ რაოდენ დიდი ფიგურა იყო ის. ჟან-პოლ სარტრი 1980 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა, დაკრძალვის ცერემონია კი 19 აპრილს ჩატარდა. სწორედ ამ დღეს ქუჩაში 50 000 პარიზელი გამოვიდა და ქუჩაში სარტრის პატივსაცემად მსვლელობა მოაწყვეს.
ჟან-პოლ სარტრის ბიოგრაფია და მისი პირველი რომანი "გულისრევა" შაბათის შუადღეში სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა განიხილა. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ ქეთის წარდგენას და კიდევ უფრო მეტი გაიგოთ ცნობილი ფრანგი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში



კომენტარები