ჩცდ: რატომ არის მნიშვნელოვანი ნინას თმის გადაპარსვის სცენა
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები
ჩემი ცოლის დაქალების მე-14 სეზონის 27-ე სერია ამ სეზონის და შეიძლება, ბოლო რამდენიმე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი აღმოჩნდა. ემოციებმა კულმინაციას ბოლო სცენაში მიაღწია, რომელშიც მთავარმა გმირმა, ნინამ, შვილების თანდასწრებით თმა გადაიპარსა, თუმცა ეს სცენა ასეთი კარგი ვერ იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ფაქტორი: სცენარისტის მიერ ფრთხილად დაგეგმილი და აღსრულებული შემზადება, თემის სიმძიმე და მსახიობის გამბედაობა.
ნინა უკვე მრავალი წელია, სერიალის მთავარი გმირია. ის ჩვენ თვალწინ გაუმკლავდა დათოს წინააღმდეგობას სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით, ქმრის ღალატს, მოულოდნელ ორსულობასთან დაკავშირებულ შიშებს, შვილების პრობლემებს სკოლაში და ასე შემდეგ. ყოველი ასეთი სირთულის შემდეგ ნინა, რომელიც თავიდან ზედაპირულ, სტანდარტულ ქართველ დიასახლისად გავიცანით, სხვა სიღრმეს იძენდა და მაყურებლისთვისაც ბევრად უფრო ახლობელი ხდებოდა. რომ არა თოთხმეტსეზონიანი ნაცნობობა ამ პერსონაჟთან, შეიძლება კიბოს დიაგნოზი ასეთი რთული მოსასმენი სულაც არ ყოფილიყო. ნინას ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა. არავითარი წინაპირობა არ ყოფილა იმისთვის, რომ სერიალის მთავარი გმირი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო (ამ ფაბულას საფუძველი სულაც კომიკურად, პრეზიდენტის აბსურდული ინიციატივით ჩაეყარა) და სწორედ ეს ხდის სერიალის ამ ხაზს ასეთ დამაჯერებელს: რეალურ ცხოვრებაშიც არ არსებობს კიბოს წინაპირობები. ის ყოველთვის მოულოდნელია.
ჩემი ცოლის დაქალებისთვის კიბოს თემა უცხო არაა. იგივე სირთულეები გამოიარა ნელიკომაც, თუმცა წინა შემთხვევაში სცენარი ასეთი "გრაფიკული" არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ქიმიოთერაპიის ფიზიკური სიმძიმე და დაავადების თანხმლები ემოციების ასეთი ფართო სპექტრი. საზოგადოების დამოკიდებულებას კი სერიალი მაშინაც შეეხო.
ფოტო: ჩემი ცოლის დაქალები / ფორმულა კრეატივი
ამ შემთხვევაში სერიალის შემქმნელებს ამბის მოსაყოლად განსხვავებული კუთხეც გამოუჩნდათ. ნელიკოს დაავადება მხოლოდ მისი და თინას პრობლემა იყო, ნინას კი პატარა შვილები ჰყავს: ტასო და ჯეკო დამოუკიდებელ გზას გადიან, რათა დედის ავადმყოფობა ჯერ გაიაზრონ, მერე კი ცვლილებებს შეეგუონ.
ნინას, რომელსაც აქამდე დიდად არ უყვარდა ბავშვებთან სერიოზულ თემებზე საუბარი, უწევს, ილაპარაკოს: შვილებს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ისიც გაუმხილოს, რომ თავადაც ღელავს.
ბავშვებივით დაბნეულები არიან დიდებიც და სწორედ ამ არცოდნის გამო უშვებენ შეცდომებს ნინასთან ურთიერთობაში. მართალია, "კიბოიან ადამიანთან მოქცევის წესები" არავის შეუმუშავებია, მაგრამ ერთი წესი თითქოს ზედაპირზე დევს: თუ ადამიანის გამხნევება გინდა, პირველ რიგში, უნდა მოუსმინო. სხვა შემთხვევაში საკუთარი თავის შეცოდებამ და ეგოისტურმა მოტივებმა შეიძლება შენი მცდელობა უსარგებლოდ აქციოს.
ის, რასაც ჩემი ცოლის დაქალები ნინას სიუჟეტური ხაზით აკეთებს, საზოგადოებრივი განწყობების დეკონსტრუქციაა. სერიალი პასუხგაუცემელი კითხვების მთელ წყებას აჩენს: როგორ უნდა მოიქცე, როცა შენთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება? სად გადის ზღვარი თანადგომასა და შეცოდებას შორის? აძლიერებს თუ ასუსტებს ადამიანს საკუთარი ბრძოლის გასაჯაროება? და ბოლოს, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ამ გზას ახლა გადიან და ეკრანზე საკუთარ ისტორიას ხედავენ?
ჩცდ-ს ბოლო რამდენიმე ეპიზოდს კიდევ ერთი საერთო მოტივი გასდევდა: ნინას ბრძოლა ოჯახური სიმშვიდის აღსადგენად, რომელიც არა მხოლოდ სიმსივნემ დაარღვია, არამედ გაშემომყოფებმაც. იმ მომენტიდან, როცა ნინამ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, მისი პირადი სივრცე უბრალოდ გაქრა: ამის გარეშე კი ადამიანი კიდევ უფრო შეუიარაღებელი რჩება დაავადებასთან.
ამ ყველაფერმა შეამზადა ბოლო სცენა, რომელშიც დათომ, როგორც იქნა, მიაგნო მხარდაჭერის სწორ ფორმას. მხოლოდ და მხოლოდ უახლოესი ადამიანებით გარშემორტყმულმა ნინამ თავი გადაიპარსა.
სიმსივნიანი პაციენტებისთვის თავის გადაპარსვა უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. დაავადება, რომელიც აქამდე მხოლოდ ორგანიზმში და ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებში არსებობდა, მოულოდნელად ფიზიკურად შესამჩნევი ხდება, თუმცა ამ ამბავს მეორე მხარეც აქვს: თმის ცვენის დამთრგუნველი პროცესის ყურების ნაცვლად, ეს იმის აღიარებაა, რომ ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. კიბოსთვის თვალის გასწორება ის ნაბიჯია, რომელსაც ამ დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი გადის: იმის მიუხედავად, თუ როგორ სრულდება მათი ისტორია.
შაბათის სერიამ უამრავ ადამიანს უბიძგა, თავადაც ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე. თუ ფეიჯზე კომენტარებს ჩაათვალიერებთ, მიხვდებით, რომ რასაც ეს სერიალი აკეთებს, ჯადოქრობაა. გამოგონილი პერსონაჟის გამოგონილი დიაგნოზი უამრავ ადამიანს უადვილებს საუბარს რეალურ ტკივილებზე:
"წლებია ასე არ მიტირია", "როცა ჩემს დედიკუნას გადავპარსე თავი, მაშინაც ასე ვტიროდი", " ერთი თვეა, რაც გადავიპარსე, ცრემლის გარეშე ვერ ვუყურებ ამ კადრებს" - ეს გამოხმაურების მხოლოდ ერთი ნაწილია. მაყურებლის ასეთი გულმხურვალე პასუხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ როცა საქმე კიბოს ეხება, უზარმაზარი სიცარიელე გვაქვს შესავსები: საზოგადოებრივი სივრცე გაჯერებულია დაავადების სამედიცინო ასპექტებზე საუბრით, ადამიანური კავშირების მნიშვნელობა კი უგულებელყოფილია.
რა თქმა უნდა, ეს სერია არც მაშინ იქნებოდა ასეთი ემოციური, მსახიობს რომ მარტივი გზა აერჩია და პირდაპირ პარიკით გამოჩენილიყო ეკრანზე. ანი ტყებუჩავას ეს თამამი ნაბიჯი არა მხოლოდ პროფესიისადმი ერთგულების ნიშანია, არამედ სოლიდარობაც იმ ადამიანებისადმი, რომელთაც თმასთან გამოთხოვება მოუწიათ.
"გამარჯობა, მე ანა ვარ და მე მსახიობი ვარ", - მიაწერა ნინას როლის შემსრულებელმა ანა ტყებუჩავამ გამოქვეყნებულ ფოტოს.
საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ რთულია, იპოვო მსახიობი, რომელიც ტრანსგენდერის როლს ითამაშებს, ან დაითანხმო შერჩეული კანდიდატი რამდენიმე კილოს მომატება-დაკლებაზე, ანა ტყებუჩავამ უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი შექმნა: მან მსახიობის პროფესიას ის საზოგადოებრივი ღირებულება დაუბრუნა, რომლის არსებობაც თითქმის დავიწყებული გვქონდა.
ნინას პერსონაჟი იცვლება და ეს ცვლილება ერთდროულად სევდიანიცაა და ამაღელვებელიც. მასთან ერთად იცვლება და იზრდება მაყურებელიც. ასეთი ბიძგების გამოწვევის უნარი კი მხოლოდ კარგად შესრულებულ ნამუშევრებს აქვთ: კარგად დაწერილ წიგნებს, კარგად გადაღებულ ფილმებსა თუ სერიალებს...
სწორედ ასეთმა მომენტებმა აქცია "ჩემი ცოლის დაქალები" ქართული რეალობისთვის შეუცვლელ პროდუქტად. მახვილგონივრულ სცენებსა და ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე სოციალურ კომენტარებს შორის, ამ სერიალს შეუძლია, დროდადრო ცხარე ცრემლებით გვატიროს და გვაჩვენოს, ჯერაც რამდენი რამ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ.
რაც შეეხება ნინას, ის დაავადებასთან ბრძოლაში მარტო სულაც არაა. მას ახლა უკვე მთელი საქართველო გულშემატკივრობს - პირველ რიგში კი, ის ადამიანები, ვისაც კიბოს დამანგრეველი ძალა საკუთარ თავზე თუნდაც ირიბად გამოუცდია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები