ის, რაც ბევრმა მენეჯერმაც კი არ იცის: როგორ ვაკრიტიკოთ ადამიანები
ფოტო: bikeriderlondon/shutterstock
კრიტიკის ატანა თითქმის ყველა ადამიანს უჭირს, მითუმეტეს, თუ შენიშვნას უხეშად და უტაქტოდ აძლევენ.
შეცდომის აღიარება პიროვნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროცესია და ამ საქმეს გარეშე პირის მითითებები თუ შენიშვნები კიდევ უფრო ართულებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობრებსა თუ თანამშრომლებს ჩვენი მოსაზრებები რაც შეიძლება რბილად და სათუთად მივაწოდოთ. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენი კრიტიკა კონსტრუქციულია და გაგიკვირდეთ კიდეც, რატომ წყინთ ადამიანებს თქვენი უკუკავშირი. საქმე ისაა, რომ თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს მიღებულ ინფორმაციას.
დაძაბულობისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და კონსტრუქციული კრიტიკის ტექნიკას.
1. შეაფასეთ ნამუშევარი და არა პიროვნება
ფოტო: baranq/Shutterstock
ვიდრე ნამუშევარზე აზრს გააზიარებთ დარწმუნდით, რომ თქვენი აზრი პიროვნების მიმართ დამოკიდებულებით არ არის განპირობებული. რა თქმა უნდა კრიტიკა ზოგადად სუბიექტურია, მაგრამ ერთია კონკრეტული ნაშრომის შეფასება და მეორე ადამიანის განსჯა.
ამიტომ გამიჯნეთ ერთმანეთისგან თქვენი პირადი და საქმიანი დამოკიდებულება. კონცეტრირდით კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც გინდათ შენიშვნის მიცემა და დარჩით თემის ფარგლებში. ნუ მისცემთ თავს იმის საშუალებას, რომ ეს მომენტი პიროვნების განსასჯელად გამოიყენოთ.
2. იყავით პოზიტიური
ფოტო: Pressmaster/Shutterstock
გახსოვდეთ, კრიტიკის უმთავრესი მიზანია გამოსწორდეს შეცდომა და ადამიანმა მიიღოს გამოცდილება, რათა შემდეგში უკეთესი შედეგი დადოს.
თუ დასტრესილი ხართ, ვინმე სხვამ მოგიშალათ ნერვი, პირადი პრობლემა გაქვთ ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ, ნუ იყრით ჯავრს ადამიანზე, რომელიც თქვენთან თანამშრომლობას საჭიროებს. იმისთვის რომ მიიღოთ სასურველი შედეგი და საქმე გაკეთდეს საჭიროა პრობლემის თავის დროზე იდენტიფიცირება და მისი სწორი მიმართულებით წაყვანა.
პოზიტიური კრიტიკა მაინც და მაინც ქებას არ ნიშნავს. უბრალოდ საჭიროა კონკრეტულ პრობლემაზე კონცენტრირდეთ, ჩამაყალიბოთ თქვენი პრეტენზია გასაგებად და არ ეჩხუბოთ პიროვნებას დაშვებული შეცდომის გამო. აგრესიით თქვენი თანამშრომელი ან მეგობარი აუცილებლად დაისტრესება და შესაბამისად, თითონაც დაკარგავს კონცენტრაციას.
3. გამოიყენეთ "სენდვიჩის პრინციპი"
ფოტო: artjazz/Shutterstock
სენდვიჩის პრინციპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხერხია კრიტიკული აზრის გასაზიარებლად.
ამ ხერხის მიხედვით კრიტიკული აზრი, ორ პოზიტიურ შეფასებას შორის უნდა მოაქციოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენს თანამშრომელს ან მეგობარს გაუადვილდება მიიღოს შენიშვნა და არ დარჩება ნაწყენი.
მხოლოდ ნეგატიური უკუკავშირითა და შენიშვნებით პიროვნება შეიძლება დაითრგუნოს, რაც საბოლოო ჯამში მის მუშაობაზეც აისახება. ამიტომ მიაწოდეთ ჯერ პოზიტიური შეფასება, შემდეგ კონკრეტული შენიშვნა და ბოლოს დაამთავრეთ ისევ პოზიტივით.
შეიძლება ნაშრომი საერთოდ არ მოგეწონოთ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ რამე, რის შექებასაც შეძლებთ. მაგალითად, ორიგინალურობა, დავალების შესრულების სისწრაფე, შემართება და ა.შ.
4. მიაწოდეთ შეფასება და არა ინსტრუქცია
ფოტო: Pressmaster/Shutterstock
თუ თავად სპეციალისტი არ ბრძანდებით, ნუ გასცემთ ინსტრუქციას როგორ გამოასწოროს შეცდომა თქვენმა თანამშრომელმა.
მაგალითად, ნუ ეტყვით დიზაინერს, რომ ლოგო გაადიდოს, უთხარით, რომ გინდათ უფრო შესამჩნევი იყოს.
ნუ შეეცდებით პრობლემის გამოსწორებას, თქვენი მიზანია პრობლემის აღმოჩენა და გამოკვეთა. უთხარით მათ რა არ მოგწონთ (ზემოთ აღწერილი ხერხების გამოყენებით) და მიეცით საშუალება თავად გადაჭრან ახალი ამოცანა.
5. "კარგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება"
ეს ზოგადი სიტყვები არასოდეს გამოიყენოთ.
კონცენტრირდით მთლიანად პოზიტივზე. აღწერეთ და შეაქეთ ნაშრომის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მოგწონთ. თქვით რა მოგწონთ, რატომ მოგწონთ, ვრცლად ისაუბრეთ კარგ და დამაკმაყოფილებელ ნაწილებზე. შემდეგ გადადით იმ მხარეზე, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ მოგწონთ და თქვით: "მომწონს, მაგრამ აი, ეს, რომ ასე იყოს/არ იყოს, უფრო მომეწონებოდა." აქაც კონკრეტული და ჩამოყალიბებული შეფასება გააკეთეთ.
ვიმედობვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ ყოველდღიურ და სამსახურეობრივ ურთიერთობებში. იზრუნეთ, რომ სამუშაო პროცესი სასიამოვნო და პროდუქტიული გახდეს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი თანამშრომლებისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

დისკუსია: თქვენ რა ხერხებს იყენებთ ადამიანების კრიტიკისას?