ილიაუნიში ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა გაიხსნა
ფოტო: ილიაუნი
11 დეკემბერს ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა (მის: A410, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32) ოფიციალურად გაიხსნა და დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის, მუშაობის პრინციპების, გეგმებისა და მიმდინარე საქმეების შესახებ.
კლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.
ღონისძიებას დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის წარმომადგენლები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
კლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ილიაუნიში იხსნება ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩვენი სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას იმ ორ სფეროში, რომელიც ილიაუნის სამართლის სკოლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია", - ამბობს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.
კლინიკა ფოკუსირებულია საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სოციალურად დაუცველი, დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების საქმეების სამართალწარმოებაზე.
"ამ კლინიკის გახსნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ჩვენი სტუდენტები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან უნარებს, მეორე მხრივ კი, ჩვენ მოვემსახურებით იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას საზოგადოებაში და ქვეყანაში", - თქვა ირაკლი ფორჩხიძემ, ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანმა.
კლინიკის საქმიანობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები და მომავალში საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო ორიენტაცია, აკადემიური კურსის პარალელურად, კვალიფიციური იურისტების მეთვალყურეობით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ამზადებენ იურიდიულ დოკუმენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, აწარმოებენ საქმეებს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები