რუსული ჯგუფ Звери–ს კონცერტი ბათუმში ჩაიშალა
ფოტო: Nashgorod
რუსული როკ ჯგუფი Звери პროექტ Check in Georgia–ს ფარგლებში საქართველოში დღეს უნდა ჩამოსულიყო, ხვალ, 29 აგვისტოს კი, ბათუმის კორტებზე კონცერტი უნდა გაემართა, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა.
კონცერტის ორგანიზატორი ქართული კომპანია GTS Group აცხადებს, რომ ბენდმა საქართველოში ჩამოსვლა "ვერ მოახერხა":
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group- ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არ ჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს. რაც შეეხება ბილეთებს, ამ ეტაპზე ბილეთებს ყიდვა შეჩერებულია და თანხის დაბრუნებას ეტაპობრივად შევასრულებთ. ასევე გვინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით ყველა მსმენელს და ჩვენს პარტნიორებს მოვუხადოთ ბოდიში".
თავის მხრივ, რუსულმა ბენდმა ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მსმენელს ბოდიშს უხდის კონცერტის გაუქმების გამო. მათი თქმით, GTS Group–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მუსიკოსებს დათქმულ დროს არ გადაურიცხა ჰონორარი, რაც გახდა კონცერტის ჩაშლის მიზეზი.
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის ტურნეს ფარგლებში მაინც წარვსდგებით, ველოდებით შემოთავაზებებს სხვა პრომოუტერებისგან", – აცხადებს ზვერი.
ზვერი 2001 წელს დაარსებული რუსული მუსიკალური ჯგუფია. მის შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარული ქართველი მსმენელისათვის სიმღერა До скорой встречи-ია. ბენდი რუსული MTV-ის ლაურეატია, ასევე რეკორდსმენია Муз-ТВ-ის პრემიების მოგების ოდენობით .
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი. ღონისძიებები აპრილში დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
პროექტი ასევე მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებსა და 35 ფესტივალს - თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები და სხვა. თავდაპირველად მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტი 30 მილიონ ლარამდე დაჯდებოდა, შემდეგ კი პროექტში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა კომპანიამაც გამოთქვა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები