ამერიკული ოცნება ცოცხალია, მაგრამ ჩინეთში
ფოტო: SouthChinaMorningPost.com
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა დადოთ ფსონი შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან ერთ-ერთზე: არის ორი 18 წლის ახალგაზრდა — ერთი ჩინეთში, ხოლო მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორივე ღარიბია და წარმატების დიდი პერსპექტივა არ აქვთ. თქვენ უნდა აირჩიოთ, სამომავლოდ, რომელს ექნება შანსი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს?
არც ისე დიდი ხნის წინ პასუხი, შესაძლოა, მარტივი ყოფილიყო — ამერიკული ოცნება. ყველას სმენია ფენომენის შესახებ, რომელიც ამერიკაში გულმოდგინედ მომუშავეებს წარმატებას უქადის. მიუხედავად ამისა, დღეს რეალობა სხვაგვარია. ჩინეთში 18 წლის ღარიბ ახალგაზრდას გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვს დააღწიოს თავი სიღარიბეს, ვიდრე ამერიკაში. როგორც ჩანს, ის, რასაც ადრე ამერიკული ოცნება ერქვა ცოცხალია, ოღონდ ჩინეთში.
ეკონომიკის მოცულობით ჩინეთი აშშ-ზე ბევრად ღარიბია, თუმცა ჩინელებს აქვთ ყველაზე დიდი, არამატერიალური, ეკონომიკური, უპირატესობა — ოპტიმიზმი. ქვეყანა, რომელიც ხშირად დიქტატორულ სახელმწიფოდ მოიაზრება და სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ მაო ძე დუნის "კულტურული რევოლუციის" საშინელებები, მაინც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური ხალხის სამშობლოდ რჩება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ჩინელები გაცილებით უფრო ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს, ვიდრე ამერიკელები და ევროპელები.
რა შეიცვალა?
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდისა და ექსპანსიის ისტორია შექმნა. ბოლო 30 წლის განმავლობაში 800 მილიონზე მეტმა ჩინელმა თავი დააღწია სიღარიბეს. ბოლო დეკადების მანძილზე იზრდება, როგორც ოჯახების, ასევე, ახალგაზრდების პირდაპირი შემოსავლები. ეს მეტყველებს, რომ უკეთესი მომავლის მოლოდინი ჯერ კიდევ მაღალია. განსაკუთრებით ოპტიმისტურია საშუალო კლასის მოლოდინები.
ასევე, გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც. 2013 წელს დაბადებული ჩინელი მამაკაცის ცხოვრება შვიდი წლით უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე 1990 წელს დაბადებულის. ასევე, საშუალოდ 10 წლით გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებშიც.
"ჩინეთის მოსახლეობაში არის განცდა, რომ მათთვის არ არსებობს დაბრკოლებები. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის და გვაქვს განცდა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება ძლიერი", — ამბობს ვუ ჰაიფენგი, რომელიც 37 წლის წინ ფერმერების ოჯახში დაიბადა, ხოლო ახლა მისი შემოსავალი წელიწადში 80 000 დოლარს უტოლდება.
მეოცე საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი ღარიბი ფენის წარმომადგენელი ჩინეთში ცხოვრობდა. ამ დროისთვის კი ჩინეთში საშუალო კლასი ყველაზე მრავალრიცხოვანია.
ქალაქ შენჯენი 1978 და 2018 წელს
ფოტო: cnn.com
რა რისკები არსებობს?
მიუხედავად მზარდი ოპტიმიზმისა, არის გარკვეული რისკებიც. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ აღმავლობა მუდმივად გაგრძელდება. მთავარ პრობლემად, შესაძლოა, განგრძობადი ეკონომიკური კრიზისი იქცეს. ბევრი ეკონომისტი ფიქრობს, რომ ჩინეთი შესაძლოა ე.წ. საშუალო შემოსავლის ჩიხში შევიდეს. ეს მოვლენა ძირითადად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის სიტუაცია როცა სახელმწიფოში საშუალო შემოსავალი ვერ იზრდება და ხარჯებს უთანაბრდება. ჩინეთისთვის გამოწვევად რჩება ეკონომიკისა და სახელმწიფო კომპანიების მაღალი დავალიანება.
ჩინეთის დემოგრაფიული სურათიც შენელებული მოქმედების ნაღმია. ამ დროისთვის ქვეყანა ცდილობს გამდიდრდეს იქამდე, სანამ დაბერდება.
შემოსავლების უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის აშშ-ს მსგავსად ჩინეთშიც პრობლემაა. ჩინეთის 500 მილიონი მოქალაქე ჯერ კიდევ სტრუქტურულ სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიოს ბანკის მონაცემებით, მათი შემოსავალი დღეში ექვს დოლარზე ნაკლებია.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 12 000 დოლარია, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელზე, 3 500 დოლარზე ოთხჯერ მეტია. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზრდისა, დროის მოკლე მონაკვეთში ჩინეთი ჯერ კიდევ ბევრი პუნქტით აგებს შეერთებულ შტატებთან, მათ შორის მშპ-ს მაჩვენებლებითაც. აშშ-ს მშპ ამ დროისთვის 53 000 დოლარია და ოთხჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის მაჩვენებელი.
ფოტო: tradingeconomics.com/
თუ მხედველობაში მივიღებთ, როგორ იყენებდა ჩინეთის მთავრობა სოციალურ ინჟინერიას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ბოლო წლების მაჩვენებელი კიდევ უფრო გასაოცარი გახდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის მთავრობა სხვადასხვა შეზღუდვებს უწესებდა მოსახლეობას, მათ შორის განსაზღვრავდა საცხოვრებელ ადგილსა და შვილების მაქსიმალურ რაოდენობას. მსგავსი მიდგომების შესუსტებამ, შესაძლოა, მოსახლეოების კეთილდღეობა, კიდევ უფრო გაზარდოს.
49 წლის ქსი ლიუ ბავშვობაში ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხორბლის მინდვრებზე მუშაობდა, ხორცს მხოლოდ კვირაში ერთხელ მიირთმევდა და საძინებელ ოთახს ოჯახის შვიდ წევრთან ერთად იყოფდა. ის ახლა მაღალანაზღაურებად სამსახურშია დასაქმებული.
ლიუს ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება და დაფინანსება მოიპოვა. მისი პირველი სამსახური ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტის პოზიცია იყო. ამჟამად ლიუ 300 000 დოლარად შეფასებულ ბინაში ცხოვრობს, ჰყავს ორი ავტომობილი, ხოლო მისი შვილი პეკინის უნივერსიტეტის სტუდენტია.
"სიღარიბე და კორუფცია ჩინელებს ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა, დღესაც საზოგადოება არ არის იდეალური, მაგრამ ღარიბებს აქვთ შესაძლებლობა თავი დააღწიონ სიღარიბეს და მდიდრებს კონკურენცია გაუწიონ", — ამბობს ლიუ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები