ქაღალდის თვითმფრინავი - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი პატარებისთვის
ფოტო: გურამ მურადოვი
ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, საუკეთესოა ალბათ საჩუქარი, რომელიც საინტერესოსთან და სახალისოსთან ერთად, შემეცნებითიცაა. სწორედ ასეთი საჩუქრების დიდ არჩევანს გთავაზობთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერია ქაღალდის თვითმფრინავი. წინასაახალწლოდ, 25-31 დეკემბერს, წიგნის მაღაზიათა ქსელში სანტა ესპერანსა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიაში, გამომცემლობის ამ სერიის წიგნების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ.
სერია ქაღალდის თვითმფრინავი 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერია 3-13 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და აერთიანებს წიგნებს მრავალფეროვანი აქტივობებით: ფაზლები, 3D-კონსტრუქციები, გასაფერადებლები, სტიკერები შემეცნების პროცესს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის და ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას თამაშ-თამაშით უვითარებს.
სწავლა თამაშით პროგრესული განათლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიდგომაა. ასაკის შესაბამისი აქტივობები, რომლებსაც "ქაღალდის თვითმფრინავის" სერიის წიგნებში მრავლად იპოვით, აზროვნებასთან, მეხსიერებასთან, ლოგიკურ განსჯასთან და ფანტაზიასთან ერთად, ბავშვებს მოტორულ უნარ-ჩვევებსაც გამოუმუშავებს. თამაში, ასევე, საუკეთესო საშუალებაა სიბეჯითისა და კონცენტრაციის უნარის გამოსამუშავებლადაც. სწორედ ამიტომ, წიგნების შერჩევისას საჭიროა, გაითვალისწინოთ როგორც ბავშვის ასაკი, ისე მისი ინტერესის სფერო, არჩევანს კი სერიის მრავალფეროვანი თემატიკა (პროფესიები, კოსმოსი, მითები და ლეგენდები, ცხოველთა სამყარო, ისტორია, გეოგრაფია და ა.შ.) გაგიადვილებთ.
სერიაში შემავალ თითოეულ დასახელებას მითითებული აქვს ასაკი, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიის თითოეული დასახელება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალითაა დამზადებული.
ეწვიეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიას თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 15 ან წიგნის მაღაზიათა ქსელის სანტა ესპერანსას ნებისმიერ ფილიალს 25-31 დეკემბერს და შეიძინეთ ქაღალდით თვითმფრინავის ნებისმიერი წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით.
სანტა ესპერანსას ფილიალები:
- თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12
- თბილისი, ანა კალანდაძის 4
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 73
- თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 15
- თბილისის ზოოპარკი
- ქუთაისი, წმ. ნინოს 13
- ბათუმი, გამსახურდიას და კოსტავას ქუჩების კვეთა
სერიაში შესული წიგნები ასაკისა და ფასის მითითებით:
- ისწავლე დათვლა (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
- ისწავლე ინგლისური ანბანი (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
- ბიბლიური ამბები (3 წლიდან) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 15.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.9 ლარი;
- აფრიკის ცხოველები (3 წლიდან - წიგნი, 30-ნაჭრიანი ფაზლი, პოსტერი - საწყისი ფასი 25.9 ლარი, ფასდაკლებული - 19.4 ლარი;
- ცეროდენა დრაკონები (3 წლიდან) - წიგნი, 30-ნაჭრიანი ფაზლი, პოსტერი - საწყისი ფასი 25.9 ლარი, ფასდაკლებული - 19.4 ლარი;
- ფერმა (3 წლიდან) – წიგნი, 3D ასაწყობი ფერმა, ცხოველებისა და ფერმერის დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 34.9 ლარი, ფასდაკლებული - 26.2 ლარი;
- მსოფლიოს დროშები (6 წლიდან) - წიგნი, დროშების სტიკერები - საწყისი ფასი 9.9 ლარი, ფასდაკლებული - 7.4 ლარი;
- მსოფლიოს ატლასი - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
- ცხოველები - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
- ისტორია - გააფერადე რუკები (6 წლიდან) - საწყისი ფასი 14.9 ლარი, ფასდაკლებული - 11.2 ლარი;
- არდადეგების წიგნი (6 წლიდან) - წიგნი, სტიკერები - საწყისი ფასი 10.9 ლარი, ფასდაკლებული - 8.2 ლარი;
- აღმოაჩნე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 32.9 ლარი, ფასდაკლებული - 24.7 ლარი;
- მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი - საწყისი ფასი 32.9 ლარი, ფასდაკლებული - 24.7 ლარი;
- ცხოველთა სამყარო (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი, ცხოველების დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 23.2 ლარი;
- მითებისა და ლეგენდების სამყარო (6-12 წელი) - წიგნი, ფაზლი, მითიური პერსონაჟების დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 23.2 ლარი;
- ააწყვე გასაოცარი გლობუსი (7-13 წელი) - წიგნი, 3D ასასწყობი გლობუსი - საწყისი ფასი 29.9 ლარი, ფასდაკლებული - 22.4 ლარი;
სერიაში შემავალ ორ წიგნზე მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება:
- სახანძრო სადგური (5 წლიდან) - წიგნი, 3D ასაწყობი სახანძრო სადგური, დასადგმელი ფიგურები - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 15 ლარი;
- მოდის სახლი (7-13 წელი) - წიგნი, 3D ასაწყობი ატელიე, თარგმები 50-მდე ჩასაცმელის დასამზადებლად - საწყისი ფასი 30.9 ლარი, ფასდაკლებული - 15 ლარი.
"ქაღალდის თვითმფრინავის" სერიის წიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები