ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და სხვები — იუსტიციის საბჭომ მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გამოაქვეყნა. აღნიშნულ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- გიორგი მიქაუტაძე;
- მარიამ ცისკაძე;
- ნინო ქადაგიძე;
- პაატა სილაგაძე;
- დიმიტრი გვრიტიშვილი;
- მერაბ გაბინაშვილი;
- ნინო სამნიძე;
- თამარ ალანია;
- გიორგი თავაძე.
საბჭოს სამმა წევრმა: ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომაზე თავის ორი თვის შვილთან ერთად მივიდა. ასე გამოხატა პროტესტი იმ მოსამართლეების მიმართ, რომელსაც ის "ჩინჩალაძის კლანის" წევრებად მოიხსენიებს.
იუსტიციის საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე ჯანეზაშვილმა წარადგინა პროექტი, რომელიც კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებდა. საბჭოს წევრებმა კენჭი არ უყარეს არც საკითხის მიღებას და არც მის გადადებას.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამ რედაქციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, 10 წლის ვადით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს გამოეხმაურა კოალიცია გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. კოალიცია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 205-ე მუხლის ფორმულირებას, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფის შექმნას პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ და გამჭვირვალე ფორმატში განიხილავენ. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ სამუშაო ჯგუფი პროფესიული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ წევრებით უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ღირებულებებს აღიარებენ.
კოალიცია მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ ორგანულ კანონში ცვლილება არ შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ უნდა აირჩიონ:
- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე;
- მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს კანდიდატთა ნომინირებისაგან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები