8 სეანსი - სპექტაკლი თეატრის საზღვრებს გარეთ
8 სეანსი, ანუ დღევანდელი მსოფლიოს შესახებ ცოდნის კონსტრუირების თეატრალური მცდელობა - ეს არის საერთაშორისო, ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებს ეფუძნება. პროექტის იდეაა ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდეს თეატრისა და ადამიანის, როგორც მოქალაქის შეხვედრა, სადაც ისინი ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ.
დრამა 6 ენაზეა ნათარგმნი და 2016-17-18 წლებში ის 8 სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფთან ერთად განხორციელდება. პირველი საქართველოა.
ჩვენება საქართველოში 21 და 23 სექტემბერს გაიმართება. პრემიერამდე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ პრომოს. პროექტის შესახებ კი On.ge ესაუბრა რეჟისორ გურამ მაცხონაშვილს.
რაზე გვიამბობს სპექტაკლი?
ეს არის ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც გარბიან საკუთარი თავისგან და მერე უკან ბრუნდებიან. სპექტაკლის ძირითადი თემებია: ჰომოფობია, ფემიციდი, შიდსი, ტერორიზმი, პროსტიტუცია, თვალთვალი.
სპექტაკლში 8 ძირითადი პერსონაჟია. აქ არ არის პირველადი და მეორადი როლები. სცენაზე მდგარი ყველა ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია.
შერჩეულია მსოფლიოს 8 ქვეყანა, სადაც ეს პიესა უნდა დაიდგას ადგილობრივ თეატრალურ დასებთან ერთად (ესპანეთი, ბელგია, ბრაზილია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.). არც ამ ქვეყნებშია რომელიმე პრივილეგირებული. მოხდა ისე, რომ იწყებს საქართველო და რადგან ადგილობრივი დადგმის რეჟისურა მე შემომთავაზეს, იმ ფონზე, რომ ეს ამ პროექტის ხორცშესხმის პირველი მცდელობაა, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ქართული ვერსიის ორგანიზატორი პროექტის თანაავტორი, გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოა.
ფოტო: 8 სეანსი • 8 Sessions FB
რა არის პროექტის იდეა და ვის ეკუთვნის ის ?
პროექტის იდეა ისაა, რომ თეატრალური ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდეს თეატრისა და ადამიანის, როგორც მოქალაქის შეხვედრა, სადაც ისინი ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ. სწორედ ამიტომ შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე დავნიშნეთ და თეატრს, როგორც ამ დიალოგის ერთ-ერთ მხარეს, მასპინძლის პრივილეგია და მასთან ერთად ერთგვარი ფორა წავართვით. პროექტის ავტორები გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო (საქართველო) და ვერონიკა დოინელი (არგენტინა) არიან. მათვე ეკუთვნით პიესა.
ფოტო: 8 სეანსი • 8 Sessions FB
რა არის მთავარი სათქმელი, რომელიც მაყურებელთან უნდა მივიდეს?
ამ სპექტაკლში სათქმელზე, ანუ ერთგვარ მზა პასუხებზე არ გვაქვს სწორება. გვინდა, შეზღუდულ დროში რაც შეიძლება მეტი კითხვა დავსვათ და მერე მაყურებელთან ერთად ვცადოთ მათზე პასუხების მოძებნა. თუნდაც, პასუხი იყოს ძალიან ცოტა და ბუნდოვანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია იმ ფონზე, როცა ჩვენში ძალიან არ უყვართ, მეტიც, ხშირად გვიკრძალავენ კითხვების დასმას.
თუ თანამედროვე ქართულ თეატრს ამ დრომდე არ ჰყოფნის გამბედაობა იკითხოს რა იყო 17 მაისი, რატომ კლავენ ქმრები მიჯრით ცოლებს, რატომ ხდება ოდესღაც მწვანე ქალაქი ნაცრისფერი, მაშინ დავტოვოთ ეს სივრცე და სხვა ადგილებში შევიდეთ, სადაც კითხვის ხმამაღლა დასმას შევძლებთ
კითხვები მიუღებელია სახელმწიფოსთვის, მეინსტრიმული მედიისთვის, ეკლესიისთვის, რომელიც დიალოგის ფორმატზე არ მოგყვება და მონოლოგის რეჟიმში გაწვდის მზა დოგმებს. საერთოდაც, მგონია, რომ თეატრი ზედგამოჭრილი სივრცეა ამ კითხვებისთვის, ეჭვნარევი განწყობების სივრცეა და თუ თანამედროვე ქართულ თეატრს ამ დრომდე არ ჰყოფნის გამბედაობა იკითხოს რა იყო 17 მაისი, რატომ კლავენ ქმრები მიჯრით ცოლებს, რატომ ხდება ოდესღაც მწვანე ქალაქი ნაცრისფერი, მაშინ დავტოვოთ ეს სივრცე და სხვა ადგილებში შევიდეთ, სადაც კითხვის ხმამაღლა დასმას შევძლებთ იმ მიკიბულ-მოკიბულობის გარეშე, რომელიც ხშირად რატომღაც თეატრის განუყოფელი ნაწილი გონიათ.
სად მდებარეობს ნეიტრალური ტერიტორია, სადაც სცენის დომინანტობა ქრება?
ჩვენებები თბილისში, ახლადგახსნილ მულტიკულტურულ სივრცე “ფაბრიკაში” გაიმართება. ჩვენ გვინდოდა თეატრის სცენა დაბლა დაგვეწია. ზუსტად ამ ნიშნით ვთქვით უარი თეატრზე, არ ვიყენებთ სცენას, რომ მერე იქედან გადმოვხედოთ მაყურებელს.
როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესები?
ამ ტიპის დადგმის განხორციელებისას ყველაზე რთული არის ის, რომ სპექტაკლის კონცეფციამ შეძლოს და “წელში გადატეხოს” ის მსახიობები, რომლებსაც უზარმაზარი პროფესიული გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება მათ საქართველოს წამყვან, აკადემიურ თეატრებში მიიღეს.
ფოტო: 8 სეანსი • 8 Sessions FB
რა როლის მორგება უწევთ მსახიობებს?
ეს არის ყევლაზე რთული მოცემულობა, როცა ნახევრად დოკუმენტურ დადგმას აკეთებ, როცა მსახიობის უმთავრესი ამოცანაა გასაგებად მოყვეს სათქმელი. ის უნდა ელაპარაკოს მაყურებელს ერთი-ერთზე და ისე, როგორც დედას, შეყვარებულს და მეზობელს დაელაპარაკებოდა. ამ დროს ამ მსახიობების პროფესიული გამოცდილება რესურსიცაა და წინაღობაც. მოდის ასეთი მსახიობი პირველ რეპეტიციაზე და აკადემიური “სიმაღლიდან” ძირს დაშვებას სთხოვ.
რომელი თეატრალური დასის წარმომადგენლებს ვიხილავთ სპექტაკლში?
მომწონს ის, რომ როცა განაწილება გავაკეთეთ, არ დავეყრდენით ერთ რომელიმე თეატრს და მსახიობები მოვიწვიეთ რუსთაველის თეატრიდან (ია სუხიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია), მარჯანიშვილის თეატრიდან (ეკა ჩხეიძე, კოკო როინიშვილი), თუმანიშვილის თეატრიდან (ნინო ბურდული), მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან (ირაკლი გოგოლაძე), ახმეტელის თეატრიდან (კახა ჯოხაძე). გვყავს მოწვეული მსახიობი რომიდან (ნატალია სიმონოვა). სპექტაკლისთვის მუსიკას წერენ ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე, სცენოგრაფია ელისაბედ ჭიჭინაძეს (გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლა) ეკუთვნის.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები