სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები მილიონობით ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებენ
ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანია შპს ილი ჯგუფი მილიონობით ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებს. 14 დეკემბერს ზურაბიშვილს თანხა შეწირეს დათო გაგუამ, ლაშა უღრელიძემ და იაშა ჩაჩუამ მათმა კომპანიამ კი 11-13 დეკემბერს სოციალურად დაუცველების გამოსაკვებად გამოცხადებული რამდენიმე მილიონის ღირებულების ტენდერები მოიგო.
კომპანიამ, რომლის მფლობელებმაც ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შეწირეს, თანხის გადარიცხავამდე ჯამში 7 033 514 ლარის მოცულობის სამი ტენდერი აქვს მოგებული. ყველა შემთხვევაში თბილისის გამგეობების მიერ დათვლილი ხარჯები და შპს ილი ჯგუფის მიერ შეთავაზებული თანხა თეთრების სიზუსტით ემთხვევა. კომპანიას ამ ტენდერებში კონკურენტი არ გამოუჩნდა.
შპს ილი ჯგუფი გასულ წლებშიც მონაწილეობდა რამდენიმე მილიონიან ტენდერებში. მაშინაც იგებდა, თუმცა, რიგ შემთხვევაში, ჰყავდა კონკურენტები და ფასის დაკლება რამდენიმე ათეული ათასით უწევდა. მაგალითად, 2015 წელს ნაძალადევის გამგეობამ ტენდერი 6 748 750 ლარად გამოაცხადა, შპს ილი ჯგუფს კი კონკურენტის გამო ფასის 242 ათასი ლარით დაკლება მოუწია.
კომპანია ილი ჯგუფის დირექტორი და მეწილე, იაშა ჩაჩუა On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სფეროში ერთწლიან პროექტებში კონკურენტი ვერ გამოუჩნდება, რადგან მასშტაბური საქმეა გასაკეთებელი. ის ტენდერებში გამარჯვებასა და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის დაფინანსებას შორის კავშირს უარყოფს.
"ზოგს ვიგებ და ზოგს ვაგებ, რატომ აბამთ კუდებს?.. ისეთ რაღაცას მეუბნებით, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე როგორ ვმუშაობ მთელი ამ ათი წლის მანძილზე და რა პროცედურები მაქვს გავლილი რომ იცოდეთ, თქვენ მასე არ დამელაპარაკებოდით", — აღნიშნა ჩაჩუამ.
ის გამოცხადებულ სატენდერო ღირებულებასა და მათ მიერ გაანგარიშებულ თანხებს შორის დამთხვევას ასე ხსნის:
"ორჯერ ორი რომ ოთხია, მთელ მსოფლიოში ასეა... ბევრი მაქვს წაგებული და ბევრი მოგებული; ყველაფერს რომ ვიგებდე, ღმერთი ვიქნებოდი. სხვა რამე [კავშირი] რომ არსებობდეს, სამი შვილი მყავს იმას დავიფიცებ", — ამბობს ის.
სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ შემოწირულობის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ილი ჯგუფის დამფუძნებელები იმ 15 კაცს შორის არიან, ვინც ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შეწირეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები