კაცი 60 წლის განმავლობაში სისხლს აბარებდა, რითიც 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა
ფოტო: Australian Red Cross Blood Service
ჯეიმს ჰარისონი 81 წლის ავსტრალიელი მოხალისეა, რომელსაც ოქროს მკლავის მქონე კაცსაც უწოდებენ. ის 60 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველკვირეულად აბარებდა სისხლს და ამ დროის განმავლობაში 2,4 მილიონზე მეტი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
ავსტრალიის სისხლის ბანკის ცნობით, 81 წლის კაცის სისხლს დაავადებებთან მებრძოლი უნიკალური ანტისხეულები აქვს, რომელსაც Anti-D ინექციის შესაქმნელად იყენებდნენ.
დაავადებას, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ჰარისონის სისხლს იყენებდნენ, ორსული ქალის სისხლში ვითარდება, რომლის დროსაც ის ჩანასახის სისხლის უჯრედებზე მოქმედებს.
მდგომარეობის რისკი მაშინ დგება, როცა ქალს რეზუს-უარყოფითი სისხლის ჯგუფი აქვს და მის საშვილოსნოში მყოფ ბავშვს მამისგან გადაცემული — რეზუს-დადებითი. ორსულობისას დედის სისხლში შეიძლება წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც ჩანასახის "უცხო" სისხლის ჯგუფს ანადგურებენ. ავსტრალიაში დედების 17% დგას ამ საფრთხის წინაშე.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მისი შედეგია ბავშვის სიკვდილი ან მისი ტვინის დაზიანება.
ჰარისონმა სისხლის გაცემა მას შემდეგ დაიწყო, როცა 14 წლის ასაკში გულმკერდზე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი სიცოცხლე სწორედ მოხალისეების სისხლმა იხსნა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ექიმებმა მისი სისხლის უნიკალურობა აღმოაჩინეს. ჰარისონმა დაახლოებით 18-20 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ დონორი გამხდარიყო და სამყაროსთვის მადლიერება ასე გადაეხადა.
ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა პირობებმა იმოქმედა ჰარისონის სისხლზე, თუმცა, მის იშვიათობას 14 წლის ასაკში მიღებულ გადასხმებს უკავშირებენ. ავსტრალიაში ასეთი უნიკალური სისხლის მქონე სულ 50 ადამიანი ცხოვრობს.
"ჩვენთვის სისხლის ნებისმიერი შემოწირულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ჯეიმსის სისხლი უბრალოდ საოცრებაა. მისით შექმნილმა სამკურნალო საშუალებამ უამარვი ადამიანის სიცოცხლე იხსნა", - ამბობს ავსტრალიის სისხლის ბანკის წარმომადგენელი ჯემა ფალკენმაირი.
ავსტრალიის ოფიციალური პირების თქმით, ჰარისონის უნიკალური სისხლისა და მისი უანგარო დონორობით სიტუაცია შეიცვალა:
"ავსტრალიაში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იღუპებოდა და ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რატომ. ეს საშინელება იყო. ბავშვები ან იღუპებოდნენ, ან ტვინის დაზიანებით იბადებოდნენ. ავსტრალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჰარისონის სახით უნიკალური სისხლის მქონე დონორი იპოვა. მან კი, მედიცინაში რევოლუცია მოახდინა".
ჰარისონის სისხლით შემუშავებული Anti-D ვაქცინა მის შვილსაც დასჭირდა.
"ამ შედეგით, ჩემი მეორე შვილიშვილი ჯანმრთელი დაიბადა. ის რომ ადამიანებს გადარჩენაში ეხმარები, თავს კარგად გაგრძნობინებს", - ამბობს ჰარისონი.
ჯეიმსმა უამრავი ჯილდო მიიღო და ავსტრალიის ეროვნული გმირის წოდებაზეც მოიაზრება.
"ეს ერთადერთი გამორჩეული რამაა, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე მეტი ნიჭი არ გამაჩნია. მე მხოლოდ სისხლის დონორი შემიძლია ვიყო", - დასძენს ის.
ავსტრალიაში სისხლის დონორობა ადამიანებს 81 წლამდე შეუძლიათ, რის გამოც, 2018 წლის ბოლოს, 81 წლის ჯორჯ ჰარისონს მოხალისეობაზე უარის თქმა მოუწია. ავსტრალიის სისხლის ბანკი იმედოვნებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მის მსგავსად უნიკალური ანტისხეულების მქონე სისხლი აქვს, ქვეყანასა და მედიცინას მისი დანაკლისის შევსებაში დაეხმარებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები