ქუთაისის მერმა და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს ახალი წელი ერთნაირი ტექსტით მიულოცეს
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ 2019 წლის დადგომა მოქალაქეებს მსგავსი ტექსტებით მიულოცეს. მისალოც ტექსტებს შორის მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო განსხვავება, ძირითადი ნაწილი კი სიტყვა-სიტყვით მეორდებოდა.
მაგალითად, გორის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით გავრცელებულ მილოცვაში ვკითხულობთ:
"მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება! ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება! მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი!"
იგივე ტექსტი ეწერა ქუთაისის მერის მისალოც სიტყვაშიც.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა 31 დეკემბერს, 15:53 საათზე გამოქვეყნდა, ქუთაისის მერის ტექსტი კი 31 დეკემბერს, 22:20 საათზე. თუმცა, დღეს, 2 იანვარს ქუთაისის მერის მილოცვა რედაქტირებულია და მხოლოდ ორი წინადადება იძებნება.
დავით რაზმაძე რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ ტექსტზე 29 და 30 დეკემებერს მუშაობდა და ის მუნიციპალიტეტის საჭიროებებს მოარგო. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ კომენტარი მათი პრესსამსახურის თანამშრომლის, დავით ლიკლიკაძის ფეისბუქის სტატუსია. ლიკილიკაძე წერს, რომ მილოცვის ტექსტის შედგენის დროს ნიმუშით იხელმძღვანელა.
"სასწაულ "დანაშაულში" წაგვასწრეს. თურმე, რა მომხდარა, ქუთაისის და გორის მერიას ერთნაირად მიულოცავს ახალი წელი ხალხისთვის... ვისარგებლე [ნიმუშით], რადგან ძალიან მომეწონა ტექსტი, რომელიც მთავრობის პოზიციას კარგად ახმოვანებდა. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე გააკეთა გორის პიარმაც", — განმარტავს ლიკლიკაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები