რამდენად სახიფათოა სინათლის სიჩქარის 20%-ით მოგზაურობა?
ფოტო: Breakthrough Starshot
Breakthrough Starshot ინოვაციური პროექტია, რომელმაც უახლოეს ვარსკვლავებამდე მგზავრობის დრო 25 წლამდე უნდა შეამციროს. ამისთვის ხომალდი უზარმაზარი “მზის აფრით” იქნება აღჭურვილი, რომელიც მზისგან გამოტყორცნილ მაღალსიჩქარიან ნაწილაკებს დაიჭერს და ამ ნაწილაკებისგან შექმნილი წნევით უზარმაზარ სიჩქარეს მიაღწევს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი ქაღალდზე “მუშაობს”, კოსმოსის რეალური გარემო შეიძლება სერიოზულ საფრთხეებს შეიცავდეს. კოსმოსური ხომალდის და მისი მოგზაურობის მოდელირებისას, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა, როგორც დადგინდა, ხომალდს დამატებითი ჯავშანი დასჭირდება, რათა კოსმოსურ მტვერთან შეჯახებამ მწყობრიდან არ გამოიყვანოს.
Breakthrough Starshot სინათლის სიჩქარის მეხუთედამდე აჩქარდება, ამ სიჩქარეზე კი ერთ ატომთან შეჯახებაც კი შეიძლება კატასტროფის ტოლფასი იყოს. საფრთხის სერიოზულობის დასადგენად, ოთხი ასტრონომისგან შემდგარმა გუნდმა კვლევა ჩაატარა.
როგორც იცით, ვარსკვლავებს შორის სივრცე ცარიელი არაა. აწ უკვე გარდაცვლილი ვარსკვლავების, ზეახალი ვარსკვლავებისა თუ უბრალოდ გაზის ღრუბლების გროვები ყველა მიმართულებით გვიღობავენ გზას.
იდეაში, ატომთან შეჯახება ხომალდს დიდად ვერაფერს დაუშავებს - მთავარი პრობლემა აქ ის კინეტიკური ენერგიაა, რომელიც Breakthrough Starshot-ს შეჯახებისას ექნება - ამ ენერგიას შეუძლია შეჯახების ადგილი იმდენად გააცხელოს, რომ ხომალდის ზედაპირი უბრალოდ აორთქლდეს კოსმოსში.
ასტრონომებმა Starshot-ის კოსმოსური მოგზაურობის სიმულაციისთვის სილიციუმ დიოქსიდი სხვა ატომებით დაბომბეს, შემდეგ კი სპექტრომეტრებით გააანალიზეს ის ნივთიერებები, რომლებიც კოსმოსში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად კოსმოსში ჰელიუმის და წყალბადის მოხეტიალე ატომებს შეხვდებით. უფრო მძიმე ატომები კი, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ხომალდს, ბევრად იშვიათად გვხვდება ვარსკვლავთშორის სივრცეში.
მისიის უფრო სერიოზულ პრობლემას კოსმოსური მტვრის ნაწილაკები წარმოადგენენ. როგორც წესი, მტვერი მძიმე ელემენტებისგან შედგება და მისი ოდნავ მოზრდილი ნაწილაკიც კი შეიძლება ხომალდის დაღუპვის მიზეზი გახდეს და როდესაც ვამბობთ “მოზრდილს”, იგულისხმება 15 მიკრომეტრი დიამეტრის მქონე ნაწილაკები. ასეთი ზომის ნაწილაკთან ამ სიჩქარეზე შეჯახება სასიკვდილო იქნება.
როგორც კვლევამ აჩვენა, კოსმოსური გაზი ნაკლებად სახიფათოა და შეუძლია ხომალდის ზედაპირის მხოლოდ 0.1 მილიმეტრი დააზიანოს. მტვერთან შეჯახებამ კი შეიძლება ხომალდის ზედაპირის 1,5 მილიმეტრის აორთქლება და ათი მილიმეტრის სიღრმეზე დნობა გამოიწვიოს. მაშინ, როდესაც ხომალდისთვის თითოეულ გრამ წონას მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ასეთი მცირე დაზიანებაც კი პრობლემა გახდეს.
ავტორებმა პრობლემის გადაწყვეტის თუ ზიანის შემცირების რამდენიმე ვერსია განიხილეს. პირველი მათგანი “აფრის” ზომის შემცირებას გულისხმობს, რაც კოსმოსურ ნაწილაკებთან შეჯახების შანსს შეამცირებს. ასევე განიხილება მზის აფრაზე მობმული კაფსულა-ხომალდისთვის უფრო დინამიკური ფორმების მინიჭებაც, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შეჯახების ზედაპირი.
შეჯახებისას გამოყოფილი სითბოს გასანეიტრალებლად, ხომალდის ზედაპირის გრაფიტის თხელი ფენით დაფარვაც განიხილება ვარიანტად.
ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ასტრონომების გათვლები ჯერ არ შეხებია, შეჯახებისას ხომალდის სიჩქარის ცვლილებაა. თითოეული შეჯახება წარმოქმნის აორთქლებულ ელემენტთა პატარა ღრუბელს, რომელიც ხომალდის სიჩქარეს ოდნავ შეანელებს.
ასე რომ, ეს მიკრო შეჯახებები უახლოეს ვარსკვლავებამდე და მათ პლანეტებამდე მისვლას საკმაოდ გაგვირთულებს. მათ გავლენა მოგზაურობის სიჩქარესა და დროზე, ასევე გამოიწვევს ხომალდის გაბარიტების მინიმალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ასეთ მოგზაურობაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სენსორები და გადამცემები შეიძლება გავუშვათ.
მიუხედავად Breakthrough Starshot-ის პროექტის მომხიბვლელობისა, მოგზაურობა ვარსკვლავებამდე ძალიან, ძალიან რთული იქნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები