ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანს ხადიჯა ისმაილოვასთვის თითქმის 17000 ევროს გადახდა დააკისრა
ფოტო: RFE/RL
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვასთვის თითქმის 17 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რაც ჟურნალისტის წინააღმდეგ წარმოებულ შანტაჟის კამპანიას უკავშირდება.
სასამართლოს 10 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, გონივრული ეჭვის საფუძველზე დადგინდა, რომ ისმაილოვას პირად ცხოვრებაში შეჭრაზე პასუხისმგებლობა თავად სახელმწიფოს აკისრია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა, გამოეძიებინა ჟურნალისტის წინააღმდეგ წარმოებული შანტაჟის კამპანია, დაეცვა ისმაილოვას ღირსება და გამოხატვის თავისუფლება.
აზერბაიჯანს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომ გადაუხადოს 15 ათასი ევრო ჟურნალისტს მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის, და დაფაროს სასამართლოს ხარჯებიდან 1750 ევრო.
რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილობა 2012 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და აზერბაიჯანის ელიტის კორუფციული საქმიანობას იძიებდა, როცა შანტაჟის წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ საჯაროდ დაამცირებდნენ.
წერილი შეიცავდა ფოტოებს სექსუალური შინაარსის ვიდეოდან, რომელიც ფარულად იყო გადაღებული ისმაილოვას ბინაში. ვიდეო ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისმაილოვამ უარი თქვა გამოძიების შეწყვეტაზე. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შანტაჟის კამპანია მიმდინარეობდა.
ისმალიოვამ მოგვიანებით თავის ბინაში იპოვა ფარული კამერა და სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც გადაღებულ კადრებს ბინის გარეთ ავრცელებდა. როცა ისმაილოვა ბაქოს სამართალდამცავი სტრუქტურების არაეფექტურობაზე ალაპარაკდა, მთავრობამ პასუხად გამოძიების ხელთარსებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მოკვლევა შეიცავდა დეტალებს მისი პირადი ცხოვრებიდან, მათ შორის მისი მეგობრების ვინაობას, ოჯახის წევრების მისამართებს...
ხადიჯა ისმაილოვა 2014 წელს გადასახადებისთვის თავის არიდების და არალეგალური მეწარმეობის ბრალდებით დააკავეს და ექვსი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს. ისმაილოვა ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი საქმიანობის გამო დააპატიმრეს.
2016 წელს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა მისცა. მოგვიანებით სასჯელი 2 წლამდე და სამ თვემდე შემცირდა. საპატიმროდან გათავისუფლების მიუხედავად, ისმაილოვას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები