სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს
ფოტო: რეპორტიორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიას საჩივრით მიმართავს, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ადვოკატის განცხადება არღვევს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი:
"მისი განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. ამასთან, განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ".
სამინისტროს განმარტებით, პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულები იყოფიან საშიშროების ოთხ რისკად - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი - დაწესებულებებში მათი მოთავსება საშიშროების რისკის შესაბამისად ხდება.
მათივე განცხადებით, პატიმარი ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. სამინისტრო განმარტავს პატიმრის სასამართლოში მიყვანის მიზეზს:
"სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში".
უწყების ცნობით, N6 პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი და დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
ვარამაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ მის [ოთარ ვარამაშვილის] ადგილას ისიც გაიქცეოდა, რადგან პატიმრები და მსჯავრდებულები არასათანადო პირობებში იმყოფებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები