მოქალაქეებმა საპატრიარქოში უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი მიიტანეს — აქცია-პერფორმანსი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Prime Time
მოქალაქეები საპატრიარქოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოფიციალური პოზიციის არგამოხატვას აპროტესტებენ. ამისათვის დღეს, 13 იანვარს აქტივისტებმა ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსის (ბრძანება) ასლი საპატრიარქოში მიიტანეს და დაცვის სამსახურის წარმომადგენელს ჩააბარეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე და სამოქალაქო აქტივისტი ვლადიმერ წიქრიძე განმარტავს, რომ ბერძნულ და ქართულენოვან ტომოსს საპატრიარქოში დატოვებენ:
"როდესაც მეუფე შიომ და მეუფე ნიკოლოზმა განაცხადეს, რომ ჯერ გაეცნობოდნენ ტომოსს, ამის საპასუხოდ ჩვენ მოვუტანეთ და გვინდა დავუტოვოთ, იმედია დროზე გაეცნობიან".
აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: "ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთის", "მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს".
აქციის მონაწილის თქმით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება შეუქცევადი პროცესია და ყველა ეკლესიას მოუწევს, თუმცა მისივე აზრით, ქართველებისთვის ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობა აქვს:
"ეს არის ის საკითხი, როდესაც საზოგადოებისა და მრევლის ნაწილი ერთ მხარესაა და საპატრიარქოს განწყობა — სხვა".
არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ოფიციალურად არ მიულოცავს. მიუხედავად ამისა, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა მისალოცი წერილი საკუთარი ეპარქიის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეს, "რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა".
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რამდენიმე დღის წინ პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემაც: "ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია".
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს (ბრძანებას) მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია.
"ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება რომ გამოვხატოთ ოფიციალურად", — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
წინა დღეს, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ უკრაინის მთავრობის წევრები, უმაღლესი რადას სპიკერი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველო
კიევის პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება.
"საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — განაცხადა კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა.
საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. თუმცა მისივე თქმით, ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა.
კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.
სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები