2019 წლის მთავარი პოლიტიკური რისკები — Eurasia Group
ფოტო: steemt.com
ორგანიზაცია Eurasia Group, რომელიც მსოფლიოში პოლიტიკური რისკების გამოვლენით არის დაკავებული 2019 წლის მთავარი გამოწვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, გეოპოლიტიკური კლიმატი მიმდინარე წელს ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიშ და რისკის შემცველ ეტაპზეა.
1. ცუდი დასაწყისი
საერთაშორისო ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ, დროულად და კოორდინირებულად უპასუხონ იმ რისკებს, რომლებიც ყოველდღიურად წარმოიშვება პლანეტის სხვადასხვა წერტილში. მსოფლიოში გამოკვეთილი ლიდერების გარეშე, მსგავსი რისკები კიდევ უფრო იზრდება.
2019 წლის სავარაუდო სურათი ნეგატიურია ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა ევროგაერთიანება და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია. ასევე, გეოპოლიტიკურ კლიმატზე უარყოფითი გავლენა ექნება აშშ-სა და ჩინეთის დაძაბულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ვითარების გაუარესების მოლოდინია რუსეთსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორისაც.
2. აშშ-ჩინეთი
წლების განმავლობაში აშშ და ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობდნენ ურთიერთობები მეგობრულ ჭრილში წარმოეჩინათ და კონკურენციისთვის ნაკლები ყურადღება დაეთმოთ. დამოკიდებულება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენით უფრო მეტად შეიცვალა.
აქამდე დაპირისპირების ყველაზე მწვავე წერტილი ტრამპის მიერ წამოწყებული "ტარიფების ომი" იყო. ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან იმპორტირებულ 46 მილიარდი ამერიკული დოლარის პროდუქტზე 25-პროცენტიანი გადასახადი დაწესდა.
შესაძლოა, მიმდინარე წელს მაღალი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაპირისპირება უფრო გამწვავდეს. ამით სახელმწიფოები თავიანთ ქვეყანაში არსებული პროდუქტის პროტექციონიზმს დაიწყებენ.
3. კიბერხელთათმანების გარეშე
2019 წელი, შესაძლოა, გარდამტეხი გახდეს მსოფლიოში მიმდინარე კიბერნეტიკულ დაპირისპირებაში. მიმდინარე წელს აშშ პირველად შეეცდება, შექმნას ახალი და ბევრად უფრო დაცული კიბერუსაფრთხოების სისტემა. ამ მიმართულებით აშშ-ს გადაწყვეტილებები უფრო აგრესიული და მკაფიო იქნება. აშშ-ს ეს მცდელობა, შეიძლება, რუსეთის მიმართ საპასუხო ცეცხლსაც ნიშნავდეს.
4. ევროპული პოპულიზმი
მაისში ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები გაიმართება, სადაც, დიდი ალბათობით, ევროსკეპტიკოსების რაოდენობა გაიზრდება, როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე ჯგუფებიდან.
ის პარტიები, რომლებიც წარსულში სახელმწიფოს შიდა პრობლემებზე პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებდნენ, დღეს ამომრჩეველს ევროკავშირის წესების იგნორირებას ჰპირდებიან. ასეთი ექსტრემისტულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების გავლენა მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება ევროპის ფუნქციონირებისთვის.
5. აშშ სახლში
ქაოტური იქნება მიმდინარე წელი აშშ-ს შიდა პოლიტიკისთვისაც. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შანსები ჯერ კიდევ დაბალია. თუმცა ეს პროცესი პოლიტიკური ვითარების სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.
6. ინოვაციების ზამთარი
მიმდინარე წელს ნაკლებად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევები. ამ მოლოდინის სამი მთავარი მიზეზი არსებობს: უსაფრთხოების საკითხი (წამყვანი სახელმწიფოების სულ უფრო ნაკლებად ენდობიან უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებს), კონფიდეციალურობა და ინფორმაციის დაცულობა. ამ მოსაზრების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა უფრო მეტად არეგულირებს ამ სფეროს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პროტექციონიზმიც. მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები ტექნოლოგიური გიგანტების დაცვას გააგრძელებენ და უფრო მეტ ბარიერს შექმნიან უცხოური კონკურენტებისთვის.
7. უარის მთქმელთა კოალიცია
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ ბოლო მოუღო მანამდე არსებულ "მსოფლიო წესრიგს", რომლის სათავეშიც აშშ იდგა. ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეიქმნა ერთგვარი კოალიცია იმ ლიდერებისგან, რომლებიც ტრამპის მსგავსად ძველ წესრიგსა და პრინციპებს დაუპირისპირდნენ. 2019 წელს ამ პოლიტიკური ლიდერების გავლენა მსოფლიოს პოლიტიკურ კლიმატზე უპრეცენდენტოდ დიდი იქნება.
8. მექსიკა
ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი მოვალეობის შესრულებას დიდი ძალაუფლებითა და პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის უმკაცრესი მექანიზმებით შეუდგა. ასეთი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი მექსიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.
ობრადორისთვის დაბრუნება უფრო მაღალ სახელმწიფო ხარჯებს, მკაცრ კონტროლსა და ეკონომიკაში მკვეთრ ინტერვენციებს გულისხმობს. ამ დრომდე მექსიკის პოლიტიკური ციკლი ნაკლებად იკვეთებოდა მის სამხრეთ მეზობლებთან. მიმდინარე წელს მექსიკა, სავარაუდოდ, უფრო დაემსგავსება ლათინური ამერიკის პოლიტიკურად არასტაბილურ სახელმწიფოებს.
9. უკრაინა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვან გავლენის სფეროდ მიიჩნევს. საერთო ისტორიული, პოლიტიკური, თუ კულტურული კავშირები არაერთხელ გამხდარა რუსეთის ჩარევის მიზეზი უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. მოსალოდნელია ამ პროცესების უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების დროს, მარტში გააქტიურება.
10. Brexit
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მცდელობა ევროგაერთიანება გარიგებით დატოვს, დიდი ალბათობით, წარუმატებელი იქნება. ევროკავშირთან გარიგებაზე კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში ხვალ, 15 იანვარს გაიმართება. რეფერენდუმიდან სამი წლის შემდეგაც მოვლენები ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები