დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ — EMC
ფოტო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესს, მეორე მხრივ კი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის მონაწილეობას არსებითად ზღუდავს.
მოსარჩელე პირები არიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ქობულეთში მდებარე მუსლიმური პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. EMC-ის ცნობით, ორივე საქმეში არსებობდა გარემოებები, რის გამოც როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ისე პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაზარალებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მინიჭებოდათ.
"მათ ამგვარი სტატუსი დღემდე არ აქვთ, რაც არსებითად ზღუდავს მათ მონაწილეობას სამართალწარმოების პროცესში", — აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციის ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას, რასაც პრაქტიკაში, პროკურორი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის საფუძვლად იყენებს ხოლმე.
"დაზარალებულისთვის გაურკვეველი რჩება სტატუსზე უარის თქმის მიზეზი", — ნათქვამია განცხადებაში.
EMC-ის ცნობით, ასევე პრობლემურია ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს, "გამოძიების ინტერესებიდან" გამომდინარე, უარი უთხრას საქმის მასალების გაცნობაზე.
"იმ შემთხვევაში კი, როდესაც დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის უფლება ეძლევა, მას არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მასალების ასლები, რაც არსებითად ართულებს გამოძიების პროცესში პირის სრულფასოვან მონაწილეობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, როდესაც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე პროკურატურა წყვეტს ან არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაზარალებულს, არსებული კანონდებლობით, არ ეძლევა უფლება, პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით მათივე ცნობით, კანონმდებლობის ის ნორმები, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან არდაწყების დროს, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს აქვთ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები