სტრასბურგის საქმეები მოსამართლის არჩევისას დამაბრკოლებელი უნდა იყოს — ევროპული საქართველო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპულმა საქართველომ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა წარადგინა. პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველთათვის დამაბრკოლებელი კრიტერიუმი უნდა გახდეს.
ოთარ კახიძის განმარტებით ინიციატივების პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში ორი კრიტერიუმის დამატებას გულისხმობს:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი;
- ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.
ევროპული საქართველო ასევე ითხოვს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს. პარტიის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შემდეგი წესით უნდა შეირჩეს:
- მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები;
- ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს;
- ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად.
დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად უნდა გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, კერძოდ:
- კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის;
- პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.
ევროპული საქართველო ასევე მოითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეცია გაუქმდეს 2021 წლიდან და სისტემა ამოქმედდეს სრულად. პარტიის ინიციატივის მიხედვით, უნდა გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; პირის პერსონალური ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ მხარის მოთხოვნითა და მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
2019 წელს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10 მოსამართლეობის კანდიდატს ქართულ ოცნებაში დაპირისპირება მოჰყვა. უთანხმოების მიზეზი კრიტერიუმების გარეშე შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები და ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეები იყვნენ. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სწორედ მოსამართლეთა სიის გამო დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. ის მოუწოდებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკან გაეწვია მოსამართლეთა 10-კაციანი სია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს რამდენჯერმე შეხვდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცედურების და კრიტერიუმები გაიწერება და სიას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ. კობახიძემ ასევე განმარტა, რომ კანონს უკუძალა ექნება, ანუ სიის განხილვა, რომელიც ახლა პარლამენტშია, ან ტექნიკურად შეჩერდება ან ახალი სია შემუშავდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განმარტებით, სიის უკან გაწვევის სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
უზენაესის მოსამართლეთა არჩევისა და დამტკიცების წესზე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდება. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე სასამართლო რეფორმის ჯგუფში იმუშავებს. ინდივიდუალურ კანონპროექტზე მუშაობს დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, ის თავის ხედვას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში წარადგენს. თუმცა, გაურკვეველია, ჩართავენ თუ არა ამ ჯგუფის მუშაობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები